წვდომის მენიუ

ივლისი 29, 2024 14:46

ComCom-მა ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრები ჩაატარა

კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტებში მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი ზუგდიდსა და ხელვაჩაურში მერიის თანამშრომლებს შეხვდა და პრეზენტაციას გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საკითხები, მათ შორის მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნა, დეზინფორმაციის ტექნიკები, ასევე ტროლებისა და ბოტების გარჩევა. მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროპაგანდისა და კონსპირაციული თეორიების, ასევე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული საფრთხეების შესახებ.

თეორიული ინფორმაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჯგუფური, პრაქტიკული დავალების გამოყენებით კონკრეტულ მაგალითებზე ემსჯელათ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები