ნოემბერი 01, 2023 10:48

ილონ მასკი: Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!

„Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია“ - ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად ილონ მასკმა გააკეთა. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ილონ მასკის Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები