წვდომის მენიუ

იანვარი 22, 2026 12:36

კახა ბექაური: ტელევიზიების ბოლო 5 წლის ჯარიმების რაოდენობა, ადასტურებს, რომ ComCom-ის კრიტიკა უსაფუძვლოა

„ეს კანონი სრულად ევროპულია და ზუსტად ბრიტანული კანონის ანალოგია. კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, 3 საჩივარი მიმდინარეა, და ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც 9 თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით.“ – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ  ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

სანქცირებებზე საუბრისას, ComCom-ის თავმჯდომარემ ბოლო 5 წლის სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „ტელეიმედს“ მხოლოდ 6 წერილობითი გაფრთხილება და 5 ფინანსური ჯარიმა დააკისრა, „ტელეკომპანია პირველს“ – 6 გაფრთხილება და 1 ფინანსური ჯარიმა; „მთავარ არხს“ 6 გაფრთხილება და 5 ჯარიმა, „რუსთავი 2“-ს კი 4 გაფრთხილება და 4 ჯარიმა. თავმჯდომარის თქმით ამ პერიოდში „ფორმულას“ 8 წერილობითი გაფრთხილება და 2 ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, „პოსტვ“-იმ კი 2 გაფრთხილება მიიღო.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები