დეკემბერი 24, 2021 11:03

კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაცია „Happy Onlife“ 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია “Happy Onlife” 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო. III კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ონლაინ აპლიკაციით ისწავლეს. მედიაწიგნიერების ტრენერმა ბავშვებს დეტალურად გააცნო ინტერნეტში არსებული საფრთხეები. მოსწავლეებმა თამაშით ისწავლეს ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციის წესები, თუ როგორ დაიცვან და აარიდონ თავი კიბერბულინგის.

“Happy Onlife” ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife“, რომელიც ევროკავშირის 9 ქვეყანაში წარმატებულ აპლიკაციადაა აღიარებული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ადაპტირებული და ხელმისაწვდომია 9 ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife” აპლიკაციის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.

2021 წლის განმავლობაში „Happy Onlife”-ის ტრენინგები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ჯამში 50-მდე სკოლის 1000-მდე მოსწავლეს ჩაუტარდება.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები