ოქტომბერი 21, 2023 11:15

მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა. სემინარს ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა და მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში, განხილული იყო თუ რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქებას და რა ცოდნასა თუ უნარებს მოითხოვს ჟურნალისტისგან, რომელსაც მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან  სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები