დეკემბერი 23, 2019 15:49

Mediacritic.ge - გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის

Mediacritic.ge ახალი ვებ-პლატფორმაა, რომელიც დღეიდან  პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას. მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანია ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. მედიაკრიტიკის პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა.

Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა  ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების  პროფესიულგანვითარებას .

მედიაკრიტიკის  მიმართულების განვითარების მიზნით, მედიააკადემიამ  პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად  შეიმუშავა საკუთარიმედიაპლატფორმა,  სარედაქციოკოდექსი, რომელსაც დაეფუძნება  მედიააკადემიაში მიმდინარე სასწავლო-აკადემიური პროცესიც.

ინფორმაციის სიზუსტე; მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება; ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა; ბალანსი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; დისკრიმინაციის  დაუშვებლობა; სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა - ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც  მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი ეფუძნება. Mediacritic.ge სწორედ ამ პრინციპებზე დამყარებულ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას და ასევე, ხელს შეუწყობს მედიაკრიტიკოსთაპროფესიულიწრისჩამოყალიბებას.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკ-ნიუსები, საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს.

დღეს ქართულ მედიასივრცეში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მიუკერძოებელი და მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას. მედიააკადემიის მიზანი სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც იმავდროულად დაეხმარება მედიას, მაღალიხარისხისმედიაპროდუქტისშექმნაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა  მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და მედიააკადემია, რომელიც მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმის გარდა, კიდევ ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: მედია სკოლა –  რომელიც მედია-მენეჯერებს, პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და მედია ლაბი - ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას;

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები