თებერვალი 07, 2023 11:20

მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა შეექმნათ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპიკერებიც, რომლებიც კონკურსანტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ. ორდღიანი შეჯიბრის დასასრულს კი, ჟიურიმ 16 გუნდიდან გამარჯვებული პროექტები „Groot”, “pantium 5” და „royals” გამოავლინა. გუნდებს 1500, 1000 და 500 ლარის ფულადი ჯილდო გადაეცათ.

მედიალაბი უკვე მეოთხე წელია სტარტაპერების და მათი იდეების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები