მაისი 03, 2022 11:00

ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროექტ „Happy Onlife“-ის დახმარებით ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლეს

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის N2 სკოლის III კლასის 25 მოსწავლეს “Happy Onlife”-ის აპლიკაცია გააცნო. ტრენინგის ფარგლებში, აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და  კიბერბულინგისგან.

“Happy Onlife” - ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife“, რომელიც ევროკავშირის  ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” ადაპტირებულია 9 ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ქართული ვერსია შექმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები