თებერვალი 27, 2023 10:35

„როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები?“ - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის თეატრმცოდნე და ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი „როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები“ ჩატარდა. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებზე და იმ უნარებზე, რომელიც ამ დარგში მომუშავე ჟურნალისტებს მაღალი კონკურენციის პირობებში სჭირდებათ.

ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა. შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს მედიააკადემიისგან სერტიფიკატი გადაეცა.

მედიააკადემია ჟურნალისტებს უკვე მეოთხე წელია, სრულიად უფასოდ, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები