აგვისტო 24, 2020 10:29

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2020 წლის მეორე კვარტალში

2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა.

2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 12.2 მილიონი ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი - 5.4 მილიონი ლარი
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი
  • მთავარი არხი -  1.3 მილიონი ლარი
  • ტელეკომპანია პირველი -  0.8 მილიონი ლარი
  • ჯი-დი-ეს თივი - 0.5 მილიონი ლარი
  • პოსტვ - 0.4 მილიონი ლარი
  • ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი
  • რ.ბ.ჯ. –  0.2 მილიონი ლარი
  • სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი
  • სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი
  • სხვა -  0.9 მილიონი ლარი

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული  ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020  წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი  არ დაფიქსირდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები