წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით (დაბა ბაკურიანში, ქ.ბორჯომში), კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით (სოფ.იგოეთში, ქ.ხაშურში) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოპოვების მიზნით

სხდომის თარიღი: ივლისი 08, 2016 13:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2016 13:11

ცნობა  №  16-19

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით (დაბა ბაკურიანში, ქ.ბორჯომში), კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით (სოფ.იგოეთში, ქ.ხაშურში) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოპოვების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  შესაბამისად, ასევე 2016 წლის 05 მაისის №288/10, №289/10, №290/10, №291/10, №292/10 და №293/10  გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით (დაბა ბაკურიანში, ქ.ბორჯომში), კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით (სოფ.იგოეთში, ქ.ხაშურში) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოპოვების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 08 ივლისს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 08 ივლისისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები