წვდომის მენიუ

მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია

მაუწყებლობის ავტორიზაციის წესი

მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  ახორციელებს.

სიხშირული სპექტრის  გამოყენებით რადიომაუწყებლობისთვის გაიცემა ლიცენზია, სხვა ნებისმიერ ტექნოლოგიით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია ხორციელდება.

მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;

ზ)პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. (12.06.2015 N3691  ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან)

 

მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი:

საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე -ღამის განმავლობაში;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

 

3.  განცხადებას უნდა დაერთოს: (12.06.2015 N3691 ამოქმედდეს 2015 წლის17 ივნისიდან)

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდე ბული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ,

მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს  მსურველი პირის რეგისტრაციას  ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

იმ შემთხვევაში თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადა არის წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დამატებით ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება და 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას თავად ავტორიზებული პირი მოითხოვს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები