წვდომის მენიუ

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის წესი

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის წესი

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება განმარტებულია როგორც „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს“, ხოლო გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელია − „აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით მომხმარებელი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ, თავის მიერ შერჩეულ დროს უყურებს პროგრამებს“.

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ექვემდებარება ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესავსები განცხადების ფორმა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესავსები ფორმა
ფიზიკური პირის მიერ შესავსები ფორმა

განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს პირთა ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.

ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. პირებს უფლება აქვთ, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება დაიწყონ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები