”ОРТ Первый Канал” 500 000 ლარით დაჯარიმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელი ”ОРТ Первый Канал” 500 000 ლარით დააჯარიმა. რუსული ტელეკომპანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვოდ მაუწყებლობდა. საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ულიცენზიოდ საქმიანობა ითვალისწინებს ჯარიმას 500 000 ლარის ოდენობით. მსგავსი ქმედების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში საქართველოს ...
აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ”სუფსატექნოკომმა” გამოთქვა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 18 სექტემბრის, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც გამოტანილი იქნება 41XXX და 41XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი. ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 42 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი ქ. თბილისი 2009 წლის 27 აგვისტო, 16:00 ...
რუსული ტელეკომპანიები 50 000 ლარით დაჯარიმდნენ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანიები 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიები ”РЕН ТВ”, ”НТВ”, ”ТВ-Центр”, ”Россия” და ”Култура” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვოდ მაუწყებლობდნენ. საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ულიცენზიოდ საქმიანობა 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო დანაშაულის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმა ...
შპს “საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/242-09; 06.07.09) ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის და კოდორის ტერიტორიებზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეებისა და აგრეთვე, ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის მონაკვეთზე აეროპორტი - მაგთის ანძა 13 გჰც დიაპაზონში სიხშირეების ...
შპს „ნორმა პლუსის“ სანქცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ...
შპს ”უნიდენტი” - სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”უნიდენტმა” (31.07.09 N6/1889-09) ნუმერაციის რესურსის 0-0-0-1 (ნული-ნული-ნული-ერთი) მინიჭების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”უნიდენტს”, კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №215/7 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0001 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2009 წლის 1 აპრილამდე. კომპანია ზემოაღნიშნული განცხადებით ითხოვს აღნიშნული ნუმერაციის რესურსის ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს N 41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17 და მე-18 პუნქტების ...
შპს ”მაგთიკომი”-სთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N364/18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა და შპს „მაგთიკომის“ მიერ „00“ გამოყენებით საკუთარი აბონენტებისთვის საერთაშორისო მომსახურების მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათზე. კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ...
შპს “საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 202886010) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/277-09; 27.07.09) ქ. მარნეულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფ. მარაბდა) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. “ელექტრონული ...
