კონკურსში "ნამდვილი თუ მოგონილი" მესამე ადგილზე რუბენ გულასარიანი გავიდა
კონკურსში "ნამდვილი თუ მოგონილი" მესამე ადგილზე გავიდა რუბენ გულასარიანი, 96-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თბილისიდან. რუბენის საკონკურსო ნაშრომში გამოვლენილია ვირუსულად გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, თითქოს სომხური წარმოშობის ფეისბუქის გვერდი ქართულ ნაციონალურ კერძს ისაკუთრებს. რუბენმა შეადარა ერთმანეთს ინფორმაციის გავრცელების წყაროს ფეისბუქ გვერდისა და პოპულარული სომხური გვერდის მთავარი ფოტოები, ასევე ყურადღება მიაქცია ინფორმაციის გავრცელების, ფოტოს ატვირთვის და წყაროს მიერ ...
კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” მეორე ადგილზე ილია სადღობელაშვილი გავიდა
კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” მეორე ადგილზე გავიდა ილია სადღობელაშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე საჩხერედან. ილიას საკონკურსო ნაშრომი ეხებოდა ქართულ მედიაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარების შესახებ, სათაურით - „მალე საქართველო ახლანდელ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად აღიარებს“. ილიამ საკუთარ ნაშრომში მკაფიოდ წარმოაჩინა ყალბი ინფორმაციის დამახასიათებელი ფაქტორები - ინფორმაცია არ ეფუძნებოდა სანდო წყაროს, არამედ ...
კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” პირველ ადგილზე ლაშა ქურდაძე გავიდა
კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” პირველ ადგილზე გავიდა - ლაშა ქურდაძე, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, გამოავლინა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მართვის მოწმობის აღების განახლებული ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ. საქმე ეხებოდა მტკიცებითი ფორმაში ხმაურიანი სათაურებით გავრცელებულ - „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს“, „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს - ...
