მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა - EPRA
ეს არის მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების უმსხვილესი გაერთიანება ევროპაში. დაარსდა 1995 წელს, მალტაში. ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი მიმართულებით:
- დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მარეგულირებელ ორგანოებს შორის მედიის სფეროში;
- ინფორმაციის გაზიარება ნაციონალური და ევროპული მედიის რეგულირების საკითხებზე;
- დისკუსიები და პრაქტიკული რჩევები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მედიის რეგულირების სფეროში.
EPRA არის მაუწყებლობის მარეგულირებელი ევროპული ორგანოების დამოუკიდებელი და ნეიტრალური გაერთიანება; იგი ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.
საქართველო EPRA-ს წევრია 2013 წლიდან და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მის თანამშრომლობაში.
2014 წლის ოქტომბერში კომისიამ უმასპინძლა EPRA-ს მე-40 საერთაშორისო შეხვედრას.