სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი (ფიჭური, მიწისზედა და რადიო სამაუწყებლო ტექნოლოგიების მიმართულებით)
კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით კომისიაში შექმნილია სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისობაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება 3 ჯგუფისაგან: დაგეგმვის, მონიტორინგისა და ტექნოლოგიის ჯგუფი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/
თანამდებობრივი სარგო: 4995-დან (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსის წინაშე
კატეგორია: კომუნიკაციები
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადა: 2024 წლის 3 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
1. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების თაობაზე ტექნიკური პირობების განსაზღვრა,შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
2. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების გლობალური და რეგიონალური ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, ასევე საქართველოში ამჟამად არსებული და პერსპექტიული მომსახურებებსა და ტექნოლოგიებისთვის სპექტრის საჭიროების შესწავლა. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმაში“ შესატანი ცვლილებების და კომისიის სხვა ტექნიკური რეგულაციების პროექტების მომზადება.
3. რადიო სამაუწყებლო სიხშირეების საქართველოს ზონალური დანაწილების გეგმის მომზადება;
4. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების, ტექნოლოგიური ქსელების და მომსახურებების ანალიზისთვის საჭირო კვლევების დაგეგმვა და წარმოება, კითხვარების შედგენა, ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
5. რადიოსიხშირული სპექტრის და ტექნოლოგიების გამოყენების ანალიზის მიზნით მონიტორინგის ამოცანების განსაზღვრა;
6. მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაფარვის რუკების მომზადება და მოდელირების შედეგების ანალიზი, ანგარიშის მომზადება სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით;
7. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების რეგულაციების დახვეწის და განახლების მიზნით ევროკომისიის, ITU-ს CEPT-ის, ETSI-ის, 3GPP-ის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორის ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების შესწავლა. მოცემული ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში გაწევრიანება, შეხვედრებში მონაწილოების მიღება, საჭიროების შემთხვევაში წინადადების/ანგარიშის წარდგენა;
8. კომისიის თანამშრომლებისა და საჭიროების შემთხვევაში, მაუწყებლების, ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
9. კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვის ჯგუფის საქმიანობის მხარდაჭერა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
10. სპექტრის ეფექტური მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფებში ინფორმაციის შეტანა და განახლება’
11. შესრულებული სამუშაოს ანგარიში (წლიური, კვარტალური, ყოველთვიური (მოთხოვნის შემთხვევაში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია:
განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების, რადიოტექნიკის, რადიოელექტრონიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავიაციის ინჟინერიის, ფიზიკის ან მათემატიკის მიმართულებით.
სასურველია მაგისტრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით.
პროფესიული კვალიფიკაცია:
აუცილებელია:
- სიგნალების გავრცელებასთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლების ცოდნა.
- თანამედროვე ფიჭური და რადიო სამაუწყებლო ტექნოლოგიებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
სულ მცირე 7 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება ტელეკომუნიკაციების ან მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში. აქედან, სულ მცირე 5 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთში ან ჯამურად:
- მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში ფიჭური რადიოგადამცემისისტემების რადიო დაგეგმარების მიმართულებით;
- რადიო მაუწყებლობის ან რადიო სატელეკომუნიკაციო სისტემების მწარმოებელ დამნერგავ ან საკონსულტაციო კომპანიაში ფიჭური რადიოგადამცემი სისტემების დაგეგმარების ან მომსახურების მიმართულებით;
- სამეცნიერო კვლევითი გამოცდილება რადიოფიზიკის, ელექტროდინამიკის, რადიოტალღების გავრცელებას მიმართულებით;
- სახელმწიფო ან კომერციულ ორგანიზაციაში რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების და/ან მართვის მიმართულებით.
სასურველია:
- ITU-R, CEPT, GSMA ან სპექტრის საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის გამოცდილება;
- სამაუწყებლო და მობილური ქსელების რადიო მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
- მავნე ინტერფერენციის შემთხვევების მიზეზების გამოვლენის და აღმოფხვრის გამოცდილება;
- რადიო ქსელის დაგეგმვის და მოდელირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება;
- პედაგოგიური ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ორგანიზაციისმენეჯმენტისთვის ან კლიენტებისთვის პრეზენტაციების (მათ შორის, PPT-ში) მომზადების და ჩატარების გამოცდილება.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №გ-24-9/331 „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება №გ-24-8 / 396 „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ“
შემდეგი საკითხები: - მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგია
- აუქციონების ტექნიკური პირობები
- გადაწყვეტილება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება №გ-24-8 / 396 „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
- მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელების (MFCN) საზღვრისპირა კოორდინაცია სიხშირის ზოლებში: 694-790 MHz, 1427-1518 MHz და 3400-3800 MHz
ენების ცოდნა
- ინგლისური ენა - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office (Word, Power Point, Excel ცოდნის დონე - ძალიან კარგი)
- QGIS, MAINFO
- დაფარვის მოდელირების ნებისმიერი პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფა (მაგალითად: infovista Planet, Atoll, HTZ Communications, SPECTRAemc, EDX ან ნებისმერი სხვა)
კომპეტენცია და უნარები:
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია;
- დროის ეფექტიანი მართვა;
განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა,
- ზეპირი დავალება და გასაუბრება,
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.
ზეპირი დავალება და გასაუბრება - ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: მარიამ სუხაშვილი, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნლი წესის შესაბამისად.