ივლისი 30, 2020 21:17

5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო პროცესი დასრულდა

2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“.

საკონსულტაციო რეჯიმის ფარგლებში შედგა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებსა და საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ემსახურებოდა საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებული კითხვების განხილვას.

საკონსულტაციო პერიოდი დასრულდა 2020 წლის 15 ივლისს და პროცესის გამჭვირვალედ და ღიად წარმართვის პრინციპებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტთან“ დაკავშირებით მიღებულ ყველა კითხვას და შესაბამის პასუხს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები