თებერვალი 12, 2024 13:57

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები“ ჩატარდა, რომელსაც პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო, თუ რა არის იუმორი და რამდენადაა შესაძლებელი მისი სწავლა ისე, როგორც რომელიმე საგნის ან სპორტის სახეობის. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები ასევე გაეცნენ იუმორის ძირითად ფორმებსა და ფორმულებს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ხუმრობის მოფიქრება. გარდა ამისა, ტრენერებმა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, იუმორისტული ფორმატის შექმნის მთავარი წესები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან  სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები