ComCom-მა ლენტეხსა და ცაგერში 760 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლენტეხსა და ცაგერში სულ 760 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადაამზადა. ბენეფიციარები სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება და ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 5500-ზე მეტი გადამზადებული პირი ჰყავს. პროგრამა ამჟამად ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.