მაისი 22, 2023 16:26

ComCom-მა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში 140-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის: ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის, დიცის, მერეთის, ფლავისა და ერგნეთის სკოლებში 140-მდე მოსწავლეს მედიაწიგნიერების სემინარი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” ჩაუტარდა. შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ლექციებსა და სემინარებს უკვე მეექვსე წელია ატარებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები