მედიაწიგნიერების ოლიმპიადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აცხადებს რიგით მეორე „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“.
კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებისათვის და ორ კატეგორიას (I-V და VI-XII კლასები) მოიცავს. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ - “ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევები და შესაძლებლობები” და ნამუშევრები წარმოადგინონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფორმატით:
- ვიდეო (3 წუთამდე);
- კომიქსი/ციფრული პოსტერი (20 გვერდამდე);
- PPT პრეზენტაცია (20 სლაიდამდე).
შეფასების კრიტერიუმები
- შემოქმედებითობა/კრეატიულობა;
- ინფორმაციულობა;
- სანდო წყაროების გამოყენება და გამოყენებული წყაროების მითითება.
კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომპეტენტური ჟიური თითოეულ კატეგორიაში (I-V და VI-XII კლასები) ერთ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
პრიზები
- კომუნიკაციების კომისია ოლიმპიადის გამარჯვებული ორივე გუნდის სკოლას თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს, რომელიც მაღალტექნოლოგიური პრიზებით იქნება აღჭურვილი;
- ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (www.mediatsigniereba.ge) განთავსდება;
- ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ნაშრომის გამოგზავნა
გუნდის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა საკონკურსო ნაშრომი უნდა ატვირთოს აღნიშნულ სარეგისტრაციო ბმულზე.
ნაშრომის გამოგზავნის პერიოდი
ნამუშევრები მიიღება 2025 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.
გასულ წელს წარმოდგენილი ნამუშევრები არ მიიღება.
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე - medialiteracy@comcom.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის ან/და მედიაწიგნიერების პლატფორმის ვებ და ფეისბუქ გვერდებს.
ხშირად დასმული კითხვები
1. როგორია გუნდის შემადგენლობის ფორმატი და შეზღუდულია თუ არა გუნდის წევრების რაოდენობა?
თითოეულ გუნდს უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
2. შეუძლია თუ არა კერძო სკოლას კონკურსში მონაწილეობის მიღება?
დიახ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს.
3. შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმა სკოლამ რამდენიმე საკონკურსო ნამუშევარი გამოაგზავნოს?
დიახ, შესაძლებელია.
5. გასულ წელს მივიღე მონაწილეობა კონკურსში. შემიძლია თუ არა წელსაც ჩართვა?
დიახ, შესაძლებელია.