ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესახებ

ნომერი: 605 / 9

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2008

 

(1) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოტანილ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (შემდგომში ”გაერთიანებული ტელეკომი”) განცხადება (2008 წლის 18 ივნისის №8-14/725), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” ბოროტად იყენებს მის საბაზრო ძალაუფლებას და ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურებისთვის, გაფართოებული ურთირთჩართვისათვის ადგენს ტარიფებს, რომელიც არ არის ხარჯებზე ორიენტირებული. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ უკანონოდ იზღუდებოდა კონკურენცია ბაზრის მოცემულ სეგმენტზე.

 

(2) კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის  ჩატარების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას ამყარებს კომისიის 2008 წლის 30 მაისის №294/16 გადაწყვეტილებაზე და შპს ”კავკასუს ონლინის” მიერ მის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ორ მეგაბიტ/წამიანი  პორტის  ღირებულების შესახებ.

(3)კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით განხორციელდა ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის შესწავლა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზარზე განისაზღვრა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  სუბიექტად შპს ”კავკასუს ონლაინი”.

(4) კომისია აღნიშნავს, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა უზრუნველყოფს ინტერნეტის ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის ინტერნეტის ტრაფიკის ურთიერთგაცვლას და ინტერნეტის საქსელო მომსახურების, მათ შორის ინტერნეტის ციფრული პაკეტების დამისამართების, განსაზღვრული მიმართულებით გატარების ან ტრანზიტულად გადაცემის, აგრეთვე მომსახურების სახეების ერთმანეთისათვის მიწოდებას. გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება ხორციელედება ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურება მსურველ ოპერატორს მიეწოდება  გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში შესაბამისი სიმძლავრის საკომუნიკაციო  პორტების ურთიერთგამოყოფით, კომისიის მიერ დადგენილი პირობების დაცვით.

(5) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ, რეგულირების მინიმალური ჩარევის პრინციპიდან გამომდინარე, 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, არ განხორციელდა ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტული სუბიექტების განსაზღვრა და  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავით დადგენილი სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიის მიერ 2008 წლის 27 ივნისის №375/23  გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2008 წლის  25  ივლისს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

(6) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ  2008 წლის 27 ივნისის №375/23  გადაწყვეტილების საფუძველზე, ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისაგან მოთხოვნილი იქნა ინტერნეტის ქსელთან დაშვების მომსახურების 2006-2007 წლის განაწილებული დანახარჯების და ეკონომიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე. მოთხოვნილი ინფორმაციის არადროული, ასევე არასრული სახით წარმოდგენის გამო, საკითხის ზეპირი მოსმენა რამოდენიმეჯერ გადაიდო და ჩატარდა 2008 წლის 03 ოქტომბერს.

(7) კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისის №400/9   გადაწყვეტილებით, ინტერნეტის ქსელით მომსახურების, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ჩამოყალიბებული მდგომარეობის შეფასებისას, კომისიის მიერ გათვალისწინებულ იქნა ბაზრის ამ სეგმენტებზე არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის შესვლის მაღალი დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, რომლებიც ერთობლიობაში ზღუდავდა ბაზრის განხილულ სეგმენტებზე მსურველი ავტორიზებული პირების მიერ საქმიანობის დაწყებას, უმეტეს შემთხვევაში მათ მიერ ამ სეგმენტზე მოქმედი ოპერატორებისაგან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღებას, ასევე, მათ შესაძლებლობას კონკურენცია გაეწიათ ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი მოქმედი ავტორიზებული პირებისთვის და უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გაეხადათ  აღნიშნული მომსახურება.      კომისიამ,  ჩათვალა, რომ მისი მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, იმ ეტაპზე, შეუძლებელი იყო ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებული შესვლის დაბრკოლებების დაძლევა და აუცილებელად მიიჩნია ბაზრის განხილულ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყება.

(8) ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული  საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებად 2007 წლის 20 ივლისის №400/9   გადაწყვეტილებით განსაზღვრულია:

ა)  ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი;

ბ) სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტი;

გ) ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

(9) კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისის №400/9   გადაწყვეტილებით,  ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების ფარგლებში გამოკვეთილ იქნა მომსახურების შემდეგი სახე - ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება და გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდება.

(10) კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ასევე  დადგენილია, რომ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით, კომისია განსაზღვრავს, კონკურენციის  წინასწარი რეგულირების მიზნით. ასევე,  ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ეტაპებს, კერძოდ კვლევისა და ანალიზის წარმოებისას ხორციელდება მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, პირველადი და მეორადი კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.

(11) კომისია მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის მესამე წინადადებაზე, რომლის შესაბამისად, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე.

(12) კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით  სხვა მსურველი ოპერატორებისათვის გაფართოებული ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.   ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ოპერატორის საკუთარი საკომუნიკაციო ქსელის რესურსებთან (მათ შორის განთავსებულ ინტერნეტ-გვერდებთან) ხელმისაწვდომობის საუკეთესო პირობების, მათ შორის საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხისა და გადაცემის სიჩქარის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ამ ინტერნეტ-ტრაფიკის შეუფერხებლად და მოთხოვნილი სიმძლავრით, ასევე ხარისხით გადაცემა, შესაძლებელია მხოლოდ ავტონომიური ინტერნეტ-ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ. კომისია უთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის  შესაბამისად  ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ინტერნეტის მომსახურების მიწოდების საბითუმო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისათვის პირველად კრიტერიუმად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისთვის შერჩეული ინტერნეტის საბითუმო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების  საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეები ან ფუნქციონალური რესურსები რეზერვების გათვალისწინებით, რადგან გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში (ან ადგილობრივი მომსახურების ზონაში დაფუძნებულ წერტილებში) ინტერნეტ-ქსელის მფლობელი კონკრეტული ავტორიზებული პირი ფლობს და აკონტროლებს საკუთარი ქსელის ელექტრონული საკომუნიკაციო რესურსების და სიმძლავრეების სრულ სპექტრს.  აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ ჩათვალა, რომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ინტერნეტის ავტონომიური ქსელის მფლობელი ოპერატორი, საკუთარი ქსელის გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში, ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას - ფლობს და სრულად აკონტროლებს გაფართოებული ურთიერთჩართვის სიმძლავრეებს (ფლობს სიმძლავრეების 100%-ან ფარდობით საბაზრო წილს).  

(13) კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდებასთან, უშუალოდ დაკავშირებულია ინტერნეტ-მომსახურების აბონენტებისათვის ინტერნეტის ქსელში განთავსებულ რესურსებთან, ინფორმაციასთან და ინტერნეტ-მომსახურების სახეებთან ხარისხიანი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ უკავშირდება ინტერნეტის მომსახურების საცალო ბაზარს და კონკრეტული ინტერნეტის ბოლო მომხმარებელისათვის მოწოდებული მომსახურების ხარისხს.

(14) კომისია აღნიშნავს, რომ   კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებით, ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში განისაზღვრა  მომსახურების სახე - ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება და გაფართოებული ურთიერთჩართვის პირდაპირ მიწოდება (მე-13 პუნქტი). ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობისას 30 დღის ვადაში ხელშეკრულების გაფორმება და კომისიაში წარმოდგენა კონკრეტული  პირობებით.

 (15) კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის, კომისიაში არ არის წარმოდგენილი გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების შესახებ ხელმოწერილი არც ერთი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ კომისიაში განხილული იქნა არაერთი დავა, ავტორიზებული პირების (სს ”ეგრისი” (წარმოადგენს შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” აფილირებულ პირს, რომელიც ახდენს საცალო ბაზარზე სს ”ეგრისის” ინტერნეტ მომსახურების საბითუმო მიწოდებას), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”) განცხადებების გამო,  შპს ”კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ, მისი სანქცირების თაობაზე გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ხელმოუწერლობის გამო, გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნებით. არსებული მდგომარება ცხადყოფს, რომ ინტერენტის მიმწოდებელი ავტრიზებული პირები, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ აფორმებენ გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებს, არ ახდენენ ურთიერთვალდებულებების გამიჯნვას და არღვევენ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ასევე კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილების მოთხოვნებს. კომისია მიიჩნევს, რომ ინტერნეტით მომსახურების საბითუმო ბაზარზე კონკრეტული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების (მათ შორის ზღვრული ტარიფის დადგენის) შემდგომ, აღმოიფხვრება ზემოთმითითებლი დაბრკოლებები და მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება მომსახურების მიმწოდებელ და მიმღებ ავტორიზებულ პირებს შორის.

(16) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შერჩეული პირველადი კრიტერიუმის შესაბამისად, ყველა ის ავტორიზებული პირი - საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ინტერნეტის ავტონომიური ქსელის მფლობელი ყველა ოპერატორი (ცხრილი №1), კომისიის აზრით, ცნობილ უნდა იქნას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქონედ და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე,  უნდა მოხდეს აღნიშნული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის V თავის შესაბამისად.

ცხრილი №1

საქართველოს მთელი ტერიტორია

1357911

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

შპს ”ვანექსი”

შპს ”გრენა”

შპს ”ჯეონეთი”

შპს ”გლობალ ერთი”

(17) კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პირებისათვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, ხორციელდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე.

(18) ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალოსწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ №1 ცხრილში მითითებულ  ყველა ავტორიზებულ პირს უნდა დაეკისროს:  ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის; დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების; დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და  სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.

 

(19) კომისია, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ  დადგინდეს ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფები, რომელიც უნდა დაუდგინდეთ ცხრილი №2-ში ჩამოთვლილ პირებს.

ცხრილი №2

საქართველოს მთელი ტერიტორია

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

(20) კომისა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, იმ მიზეზის გამო, რომ სს ”ეგრისის” მიერ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, ვერ ხერხდება ამ კომპანიისათვის იგივე მომსახურებისათვის ზედა ზღვრული ტარიფის დადგენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და  სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებების  ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად დაკისრების შემდგომ, შესაბამისად აღნიშნულ კომანიას, ისევე როგორც ყველა სხვა კომპანიას,  ექნება ვალდებულება, მისი საქმიანობა განახორციელოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, ასევე კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ დაადგინოს გაფართოებული ურთიერთჩართვის ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფები. კომისია, სს ”ეგრისის” მიერ აღნიშნული სპეციფიკური ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, განახორციელებს დადგენილი სპეციფიკური ვალდებულების დაკონკრეტებას, კერძოდ დაადგენს გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრულ ტარიფს.

(21) კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებს №2 ცხრილში მითითებულ ავტორიზებულ პირებს შორის არსებულ გაფართოებულ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ პრობლემურ არასახელშეკრულებო ურთიერთობებს და კომისიის მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას, სადაც დაფიქსირებულია, რომ ხელშეკრულებების გაფორმება  მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს გონივრულად მოკლე ვადაში, ასევე იმ ფაქტობრივ გარემეობას, რომ მხარეებს შორის დავა გრძელდება სწორედ გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფზე შეუთანხმებლობის გამო.

(22) კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  წარმოდგენილი იქნა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2008 წლის 6 ოქტომბრის დასკვნა ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში, ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდებაზე დანახარჯების განაწილებისა და ტარიფების გაანგარიშებების ანალიზის შედეგების თაობაზე, რომლის შესაბამისად,  შესწავლილ იქნა ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯების განაწილებისა და ტარიფების გაანგარიშებების დოკუმენტაცია,  ასევე კომისიაში წარმოდგენილი დანახარჯების განაწილებისა და ტარიფების გაანგარიშებების შესაბამისობა, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით”, აგრეთვე, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით და კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს № 469/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა)” ქვეპუნქტით  განსაზღვრულ მოთხოვნებთან (გადაწყვეტიელბის დანართი №1).

(23) ზემოაღნიშნული დასკვნის შესაბამისად, ცხრილი №2-ში ჩამოთვლილი ავტორიზებული პირების ტარიფები ერთ გიგაბიტ/წამიან ურთიერთჩართვის სიმძლავრეზე თვეში უნდა შეადგენდეს:

ცხრილი №3

ავტორიზებული პირი

შპს ”კავკასუს ონლაინი”

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

3

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

5

შპს ”ვანექსი”

7

შპს ”გრენა”

9

შპს ”ჯეონეთი”

11

შპს ”გლობალ ერთი”

2. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ავტორიზებულ პირებს დაეკისროთ: ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის; დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების; დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და  სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები;

3. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ჩამოთვლილმა ავტორიზებულმა პირებმა, წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, უზრუნველყონ ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების მიწოდების შეთავაზების (მოწვევის ოფერტის) შემდეგი პირობების გამოქვეყნება:

ა) პირობები გაფართოებული ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების, ტექნიკური პარამეტრებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში ურთიერთჩართვის მიწოდებული სიმძლავრის (2მბიტ/წმ ექვივალენტური საკომუნიკაციო პორტების) და ინტერნეტ-ტრაფიკის გადაცემის  ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ინტერფეისის დეტალური აღწერა; ინტერფეისის მუშაობის ტესტირების და ქსელების ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფის პირობები;

გ) პირობები, რომლებიც არეგულირებენ გაფართოებული ურთიერთჩართვის  მიწოდებას, მათ შორის, ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, “DNS” მომსახურების მონაცემთა ბაზასთან და სხვა საქსელო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავ და არადისკრიმინაციულ დაშვებას, მსურველი ოპერატორის განაცხადის გათვალისწინებით;

დ) გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილების თანალოკაციის ფართების მისამართები,  გაფართოებული ურთიერთჩართვის ტექნოლოგიური განხორციელების ეტაპები და ვადები;

ვ) მიწოდებული მომსახურების ხარისხის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების, ეფექტურობის, ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფის პირობები;

ზ) ტრაფიკის დამისამართებასთან, ან ტრანზიტულად გატარებასთან დაკავშირებული პირობები, ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკა.

თ)  პირობები დამატებითი სიმძლავრის მოთხოვნისა და გამოყოფის შესახებ;

ი) თანალოკაციის მარეგულირებელი პირობები;

კ) სხვადასხვა ინტერნეტ-მომსახურების ოპერატორების ქსელებსა და რესურსებთან მომხმარებლების არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვის პირობები;

ლ) დებულებები ავარიის, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მხარეთა ვალდებულებები, ანგარიშსწორების და აღრიცხვი პირობები;

მ) ოპერატორებს შორის კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის  ურთიერთგაცვლის ვალდებულებები, მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრით;

ნ) გაფართოებული ურთიერთჩართვის კომერციული პირობები, მათ შორის გაფართოებული ურთიერთჩართვისათვის გამოყოფილი საკომუნიკაციო პორტების სიმძლავრის საფასური - გამოყოფილი 2 მგბიტ/წმ ექვივალენტური პორტების მიხედვით, აგრეთვე ტრანზიტული ტრაფიკისათვის გამოყოფილი 2 მგბიტ/წმ ექვივალენტური პორტების საფასურის მითითებით, აგრეთვე გამოყოფილი საკომუნიკაციო  პორტებისათვის ანგარიშსწორების პირობები;

ო) თანალოკაციის ფართთან დაშვების არადისკრიმინაციული პირობები, მათ შორის  კომერციული.

პ) მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა (არანაკლებ ექვსი თვე);

ჟ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობები, პირგასამტეხლოს ოდენობა და გადახდის პირობები;

რ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის პირობები.

4. ამ გადაწყვეტიელბის №5 ცხრილში ჩამოთვლილ ავტრიზებულ პირებს დამატებით, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, დაუდგინდეთ გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის ზედა ზღვრული ტარიფი 5000 (ხუთი ათასი) ლარი ერთ გბიტ/წამზე  თვეში, დღგ-ს გარეშე.

ცხრილი №5

შპს ”კავკასუს ონლაინი”

2

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

5. შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №469/16 გადაწყვეტილებაში, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ბ) გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ყოველთვიური ანგარიშსწორებით შესაბამისი სალდირებით”.

6. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2008 წლის 06 ოქტომბრის №1 დასკვნა, ცნობილ იქნას, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ნაწილად;

7. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

9. დაევალოს  ამ გადაწყვეტილების ცხრილი №5-ში ჩამოთვლილ ავტორიზებულ პირებს, ამ გადაწყვეტიელბის ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფების,  ამ გადაწყვეტილების მესამე პუნქტით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების და გაფართოვებული ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) და კომისიაში წარმოდგენა.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა დაინტერესებული მხარეებისათვის;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).      

კომისიის თავმჯდომარე:                             გ. არველაძე

კომისიის წევრი:                                             ზ. ნონიკაშვილი  

კომისიის წევრი:                                             კ. კვიტაიშვილი   

დამატების თარიღი: 2008-11-12 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები