ი/მ “ოთარ ღაჭავასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “ოთარ ღაჭავამ” (რეგისტრირებული ქ.ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 120400869, 18.05.07) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. “ელექტრონული კომუნიკაციების ...
შპს ”აჭარის ბუნებრივი აირი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აჭარის ბუნებრივმა აირმა” (09.07.2007 №7/205-07) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც შპს ”აჭარის ბუნებრივი აირი”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებასა და მიწოდებას მომხმარებლისთვის და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის აბონენტების საავარიო-საექსპლუატაციო ...
შპს ”მმგს საქართველო” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მმგს საქართველო”-მ (09.07.2007 №7/204-07) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც წერილშია აღნიშნული, შპს ”მმგს საქართველო” წარმოადგენს საქართველოში სწრაფი გადახდების დამნერგავ კომპანიას, რომლის მიზანია გაუადვილოს მომხმარებელს კომუნალური, სატელეფონო და სხვა მსგავსი გადახდების განხორციელება. სწრაფი გადახდების სისტემის გავრცელების მიზნით ...
შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების შესრულების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისს კომისიამ მიიღო №400/9 გადაწყვეტილება ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შესახებ”, რომლის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. ...
შპს "სერვისლაინი"- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 22 ივნისის №335/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, 3434.5 მჰც ÷ 3445.0 მჰც; 3534.5 მჰც ÷ 3545.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”სერვისლაინი”. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”სერვისლაინს” ...
სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ზუგდიდის რაიონში...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ივერია ქსელმა” (13.07.2007 №6/842-07) ზუგდიდის რაიონში 10000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვიტა: 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები: ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 4-ით; ბ) № 2 დანართის მე-6 პუნქტის 6.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6.3. წამყვანი სპეციალისტი -2 ...
