წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27620 სიახლე
ივნისი
28 2024
17:08

ComCom-მა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების, საფასურის დაანგარიშებისა და ერთიანი საინფორმაციო...

კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო და ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები, დავის წარმოშობის შემთხვევაში დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა. ნორმატიული აქტების მიღება კომუნიკაციების კომისიას საქართველოს პარლამენტის მიერ, 2023 წელს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ მიღებული ...

ივნისი
28 2024
14:10

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ და ამავე დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი პაპავამ, ბრიუსელში გამართულ სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად სპექტრის მენეჯმენტის საკითხებზე რეგიონული დიალოგის გაღრმავებასა და დისკუსიის ხელშეწყობას ისახავდა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა და  კოლეგა მარეგულირებლების საუკეთესო პრაქტიკა ...

ივნისი
28 2024
13:34

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, მედიაწიგნიერების შესახებ 775 სკოლის მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სულ 20-მდე სემინარი, მასწავლებლებისთვის კი 4 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამასთან ერთად, წინა კონკურსების საუკეთესო ნაშრომის ავტორმა სტუდენტებმა, რომელთაც ComCom-მა მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა, სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებით 4 სემინარი გამართეს. მიმდინარე ...

ივნისი
27 2024
17:56

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის ტვ “კავკასია“ გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასია“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა.  კომისიამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა რეკლამა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს საკუთარ წიგნზე, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იძლევა წინასაარჩევნო დაპირებებს და როგორც თავად აცხადებს, წიგნში ევროკავშირში გაერთიანების, ...

ივნისი
27 2024
17:23

ComCom-მა შშმ პირებისთვის აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა. რეგულაციები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ კონტენტი შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები ...

ივნისი
27 2024
16:32

ComCom-მა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებისთვის ეთიკისა და...

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი დაამტკიცა.  ნორმატიული აქტების მიხედვით, კომისია მომსახურების მიმწოდებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს, კერძოდ: სამართლიანობას, პასუხის უფლებას, სასამართლო სხდომებისა და ...

მაისი
16 2024
12:29

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის...

ცნობა  №  24-09 საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის  მიზნით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 02 ...

მაისი
24 2024
16:02

შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B168 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

ცნობა  №  24-17 საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B168 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით  დამტკიცებული ...

ივნისი
24 2024
17:43

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი

პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი ქ.თბილისი     2024 წლის 27 ივნისი, 15:00 საათი რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების დამტკიცების  შესახებ (მომს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი); შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B168 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ...

ივნისი
24 2024
17:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №25 სხდომის დღის წესრიგი

პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №25 სხდომის დღის წესრიგი ქ.თბილისი      2024 წლის 27 ივნისი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია); ინდ. მეწარმე ალი აბუზაროვისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები