ComCom-მა ყვარლისა და თელავის სკოლის მოსწავლეები კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ყვარლის N2 და თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები BBC ...
დაეუფლე ჟურნალისტიკას რეალურ გარემოში - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“ 4 თვიან პრაქტიკულ კურსზე კონკურსს...
კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლა ჟურნალისტიკით დაინტერესებული ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას „მედიასკოლის სტუდიაში“ გაიარონ 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსი, სადაც შერჩეული კანდიდატები პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ საინფორმაციო სამსახურში მუშაობას, მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნას და მედიაპორტფოლიოს შევსებას შეძლებენ. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 13 ივნისის №23სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის ...
ComCom-ის თავმჯდომარეობით საქართველოში პირველად ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს...
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს 2024 წლის თავმჯდომარე გახდა, თბილისში EAO-ს სამუშაო შეხვედრა - „ბაზრის კონკურენტუნარიანობა - გავლენა ინდუსტრიასა და მცირე ქვეყნების მარეგულირებლებზე“ გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის წევრმა და EAO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა, ივანე მახარაძემ გახსნა და საქართველოში არსებული აუდიოვიზუალური ...
ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, ივანე მახარაძემ და ნათია კუკულაძემ, ასევე, ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ნიდერლანდების მედიის მარეგულირებლის (CvdM) მასპინძლობით გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი თემატური სესია: „მედიაწიგნიერება და არჩევნები“ და „ხელოვნური ინტელექტი და მედია რეგულირება“. პირველ სესიაზე ყურადღება ...
ევროკავშირის ექსპერტები: „ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო ზღუდავს და აზიანებს...
„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.“ - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით. კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - სხვა ...
ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით ComCom-მა...
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ აბონენტების და შემოსავლების რაოდენობით, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობით, ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოების გამოსწორების მიზნით, მას კომუნიკაციების კომისიამ სპეციფიკური ...
ევროკავშირის ექსპერტები: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია და...
„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.“ - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის ...
ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981 არაკონკურენტულია და ბაზარი...
„ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან - 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ - ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“ - ეს შედეგები კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიღეს. კვლევამ ნათლად ...
საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის...
ცნობა № 24-08 საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის ...
