წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27668 სიახლე
ივნისი
14 2023
10:07

ComCom-სა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანს, საზოგადოებაში ციფრული ეკონომიკის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მათ შორის: ციფრული უთანასწორობის შემცირების, ...

ივნისი
13 2023
11:49

ITU-ს მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში ComCom-მა ტელეკომ სექტორის განვითარების მხარდამჭერი ინიციატივები...

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ყოველწლიურ ღონისძიებაში - მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში (GSR), ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “რეგულირება მდგრადი ციფრული მომავლისთვის”, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგში ინოვაციური გლობალური ტრენდების, ტექნოლოგიებისა და ახალი რეალობის განმსაზღვრელი ფაქტორების განხილვას ...

ივნისი
12 2023
13:51

ComCom-მა „მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, 180-მდე მოსწავლე გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, „მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენება და დისკუსია გამართა. შეხვედრები თბილისის 71-ე, 149-ე და 143-ე სკოლებში ჩატარდა და სულ 180-მდე მოსწავლე დაესწრო. პროექტი მიზნად მოზარდებში კრიტიკული ანალიზის განვითარებას ისახავს და მათ ფილმებისა თუ მულტფილმების შინაარსის გააზრებაში ეხმარება. დისკუსიას მედიაწიგნიერების ტრენერი, ანი გვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც, კინოჩვენების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად ფილმის შინაარსსა და მთავარ თემებზე ...

ივნისი
12 2023
13:09

შეტყობინება შპს „კონექტს“

2023 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „კონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.

ივნისი
12 2023
13:08

შეტყობინება შპს „აგრომედიას“

2023 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.

ივნისი
08 2023
0:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატში  სტაჟირების  გავლა სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას შექმნის ისეთ სპეციფიკურ და  მნიშვნელოვან  სფეროებში, როგორიცაა  ელექტრონული კომუნიკაციები და მედიამომსახურებები. სტაჟირების ინსტიტუტი ასევე მნიშვნელოვანია ...

ივნისი
12 2023
11:08

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ამბის უსაფრთხოდ გაშუქებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელსაც მედიის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი Reuters-ის კავკასიის ბიუროში ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის თანამდებობებს იკავებდა, ხოლო მანამდე, Associated Press-ის კორესპონდენტი იყო. შეხვედრის ფარგლებში, მაკა ანთიძემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამბის გადმოცემის, რეპორტინგის, ინტერვიუს მომზადებისა და ...

ივნისი
08 2023
0:00

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/1879, 03.06.23), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („GEOFISH COMPANY“,„ICEBERG 2“, „UREKI“ და „BATUMI  7“) რადიოსადგურების ...

ივნისი
08 2023
0:00

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის...

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/1699, 16.05.23) და მოითხოვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2022 წლის 9 ივნისის № გ-22-13/255 გადაწყვეტილების ...

ივნისი
08 2023
0:00

შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით...

შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „არ ემ ჯი აურამაინმა“ რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესრტის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს; ს.კ. № 405168740) კომისიას მიმართა  განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები