ComCom-მა ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილეებს მედიაწიგნიერების პროექტები გააცნო
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები წარადგინა. „დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში და მასთან ბრძოლის მეთოდები“ - აღნიშნულ თემაზე კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ მოხსენება გააკეთა და დეზინფორმაციის გავრცელების გზებისა და მეთოდების შესახებ ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის ...
ComCom-ის მასპინძლობით საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ტარდება
კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობით საქართველოში პირველად ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ტარდება, რომლის მიზანი ინტერნეტ სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სექტორის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისებაა. ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორთან ზვიად გაბისონიასთან, ICANN-ის ბორდის თავმჯდომარის მოადგილესთან დანკო ...
ComCom-მა „იმედი“ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება გადაცემას „იმედის დილა“, რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული პროგრამების სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგისა და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიის მონიტორინგში მოხვდა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №55 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №55 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2022 წლის 17 ნოემბერი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ...
შეტყობინება შპს „არკომს“
2022 წლის 17 ნოემბერს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისიის საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს „შპს „არკომის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და...
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის ...
შპს „ბექასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
შპს „ბექასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე I. საქმის აღწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1784, 18/10/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბექასთვის” ადმინისტრაციული ...
ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგებთან ერთად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები“ გახსნა. კომისიის წევრმა ტელეკომუნიკაციების სექტორში კონკურენციის მნიშვნელობასა და კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა კომუნიკაციების კომისიისა და კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ „მაუწყებლობის შესახებ” და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის ...
