სტუდენტებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოცხადდა
კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეორედ აცხადებს. კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ...
დეზინფორმაციასთან გამკლავებაში კომუნიკაციების კომისიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადაამზადა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ამ საკითხებზე ტრენინგი კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანნა გვეტაძემ ჩაატარა. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებს გაეცნენ, ...
კომუნიკაციების კომისიამ „იმედის“ წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შემოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ „იმედმა“ მათ მიერ მაუწყებელში წარდგენილი პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე უარი განაცხადა. პარტიამ მაუწყებელს ორჯერ მიმართა სარეკლამო რგოლების განთავსების მოთხოვნით, თუმცა, „იმედს“ ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2021 წლის 29 ოქტომბერი, 16:00 საათი 1. შპს „ტელეიმედი“ს ...
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“...
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში: „კომისია“) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის ანალიზის პროცედურების ჩატარებისას, კონცენტრაციების ...
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული კომუნიკაციების კომისიამ კონფერენციით შეაჯამა
კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიაწიგნიერების კვირეული, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. დასკვნითი ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გახსნეს. სპიკერებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და ამ ...
„ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“ - ამ თემაზე მედიააკადემიამ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ სტუდენტებისთვის სასწავლო სემინარი - „ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“ ჩაატარეს. მედიააკადემიის მოწვევით, სემინარს ჟურნალისტი, სცენარისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი და დოკუმენტური სტუდია „ეპოქის“ ხელმძღვანელი ქეთევან სადღობელაშვილი გაუძღვა. როგორია ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ტელემედია და როგორ უნდა იქცეოდნენ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ჟურნალისტები, როგორ და რატომ ...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ბავშვთა სოფლის 100-მდე ბენეფიციარი გადამზადდა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებსა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ, „საქართველოს sos ბავშვთა სოფლის” 100-მდე ბენეფიციარი გადაამზადა. კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი თბილისსა და ქუთაისში ჩაატარა. ტრენინგის ფარგლებში მოზარდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოახდინონ ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია, ასევე, რა სახის ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ინტერნეტში და როგორ დაიცვან თავი ...
სიძულვილის ენა და პოლიტიკური მიკერძოება წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ მედიის მთავარ გამოწვევად რჩება
კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 02 სექტემბრიდან 02 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და ...
