“Smart Net” ტელე-რადიო მაუწყებლობას ინტერნეტში განახორციელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ონლაინ მიუზიკმა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და მიიჩნია, რომ შპს „ონლაინ მიუზიკის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში უნდა განხორცელდეს. შპს „ონლაინ მიუზიკი“, ბრენდული სახელწოდებით „Smart Net” ტელე-რადიო მაუწყებლობას (სპეციალიზებული - გასართობი, მუსიკალური,...
საერთაშორისო გამჭვირვალობამ მორიგი არაკვალიფიციური დასკვნა გამოაქვეყნა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი,...
პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი...
სასტუმრო „რუმს თბილისში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ - ოფიციალურად გაიხსნა. დაძმობილების პროექტი, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, დეკემბერში დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი პარტნიორია...
სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები
პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი...
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში“ - გახსნის საზეიმო ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „რუმს თბილის“-ში გაიმართება. დაძმობილების პროექტი, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის მხრიდან ძირითადი პარტნიორია ლიტვის...
კომისია ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს დომენებზე www.mytbcbank.ge და www.itbcbank.ge...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „თიბისი ბანკმა“ შპს „კავკასუს ონლაინისა“ და მოქალაქე ზურაბ მახარაშვილის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“, რომელიც ქვეყანასთან ასოცირებული ზედა დონის დომენის (.ge) რეგისტრატორ კომპანიას წარმოადგენს, ინტერნეტდომენები mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge და itbcbank.ge მოქალაქე ზურაბ მახარაშვილს დაურეგისტრირა, რის შემდეგაც დომენების მფლობელმა სს „თიბისი ბანკს“...
“TOK TV“ მაუწყებლობას დაიწყებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტოკ ტვ“-მ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „ტოკ ტვ“-ს მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს. შპს „ტოკ ტვ“, ბრენდული სახელწოდებით „TOK TV“, საერთო საეთერო ტელემაუწყებლობას ქართულ და რუსულ ენებზე დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12...
კომისიამ შპს „iConnect” 3000 ლარით დააჯარიმა
შპს „iConnect” ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია, რომლის ძირითად საქმიანობას ინტერნეტ მომსახურება წარმოადგენს. შპს „iConnect“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია ყოველთვიურად კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმები და მათ შესაბამისად განხორციელებული ჩარიცხვები წარმოადგინოს. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „iConnect“-ს კომისიის წინაშე 1,268,91 ლარის...
კომისიამ მაკედონიის რესპუბლიკის (FYROM) ელექტრონული კომუნიკაციების ოფისთან (AEK) ურთიერთთანამშრომლობის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მაკედონიის რესპუბლიკის (FYROM) ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს (AEK) შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ და AEK-ის დირექტორმა საშო დიმიტრიოსკიმ მოაწერეს. მხარეებს შორის შემდგარ შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩართვის წერტილის (IXP) ინიცირებასა და ფორმირებაზე მაკედონიის გამოცდილება. ასევე,...
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული არხების ყურებადობა მკვეთრად შემცირდა
შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37%-ით. ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების* ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით. 2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, ხოლო 2016 წლის...
