ComCom-მა ზუგდიდსა და აბაშაში 300-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე 25 სემინარი ჩაატარა და 300-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით, ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარების და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ აიმაღლეს...
ევროკავშირის ექსპერტები: ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებელს...
„საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებლებისთვის არის ზიანის მომტანი“, - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დადეს. კვლევის შედეგად მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქართველ აბონენტებზე და მათ მნიშვნელოვნად აზარალებს. ექსპერტების დასკვნით, აღნიშნული მდგომარეობის...
ევროპის ქვეყნებში 2022 წლის მონაცემებით კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებელი - EBITDA მარჟა საშუალოდ 35%-ია,...
მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბაზარი არაკონკურენტულია, რის შედეგადაც მომხმარებლები ზარალდებიან. არაკონკურენტულ გარემოს არსებობაზე არაერთი ფაქტორი მიანიშნებს, ერთ-ერთი ასეთი კი, 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქართული ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი - EBITDA მარჟაა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე), რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...
კომპლექსური კვლევის მიხედვით: „მაგთიკომმა“ ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას,...
ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს, რადგან ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის მასშტაბის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს. ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კი, ექსპერტების დასკვნით...
ევროკავშირის ექსპერტები: მაგთიკომი მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ შპს „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია, რის გამოც მას მობილური მომსახურების ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შექმნის მიზნით, შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაეკისროს, რომლის ფარგლებში კომპანიამ თავის ინფრასტრუქტურაზე სხვა...
ევროკავშირის ექსპერტები: ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, რაც წინასწარი რეგულირების გარეშე არ...
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია და ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან. ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები...
ComCom-ის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს ექსპერტის რანგში პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ, ევროპის საბჭოს მედიის და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI), ასევე, ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის (MSI-eSEC) შეხვედრაში, როგორც ექსპერტული კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების ფარგლებში, კომიტეტმა განიხილა ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელებისა და მომხმარებლების გაძლიერების შესახებ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც...
ComCom-მა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მედიაწიგნიერების განვითარების საუკეთესო პრაქტიკა...
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი გაუძღვნენ და სტუმრებს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების...
ComCom-მა 10 სტუდენტი გადაამზადა და მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების პროექტ „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი ტრენერის დახმარებით, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული ცნობიერება,...
ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ახალი ამბების გაშუქებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელიც საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და 25 წლის განმავლობაში, მოვლენებს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ აშუქებდა. ამასთან ერთად კი, იგი კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის პოზიციებს იკავებდა. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს ახალი ამბების გაშუქების, რეპორტინგის, ინტერვიუს...