ComCom-მა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების სახელმძღვანელო ევროკომისიას და მაუწყებლებს გაუზიარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელძღვანელო ევროკომისიას, მაუწყებლებსა და არასამთვრობო ორგანიზაციებს უკუკავშირის მიზნით გაუზიარა. კომენტარების მიღების შემდგომ, კომისია საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს. ComCom-მა სახელმძღვანელო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მედიაში სიძულვილის ენა, ტერორიზმისკენ მოწოდება და უხამსობა კომისიის...
კომუნიკაციების კომისია IDFI-ს საჯარო სხდომაზე იწვევს
კომუნიკაციების კომისია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2024 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, IDFI-იმ ComCom-ს მოუწოდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამდე, არ დაამტკიცოს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისიისთვის გაუგებარია რა ინფორმაციაზე ან...
ComCom ზუგდიდსა და აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს
კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის 11 და აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების...
ComCom-ის თანაორგანიზებით უსაფრთხო ინტერნეტის კონფერენცია გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის, ISOC-საქართველოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის წლევანდელ თემას „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის“ წარმოადგენდა. ღონისძიება მიზნად ქვეყანაში ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების წახალისებას და ამ მიმართულებით, უწყებათა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა თუ მოსაზრებების გაზიარებას ემსახურებოდა. შეხვედრა ComCom-ის...
ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები” ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები“ ჩატარდა, რომელსაც პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო, თუ რა არის იუმორი და რამდენადაა შესაძლებელი მისი სწავლა ისე, როგორც რომელიმე საგნის ან სპორტის სახეობის. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები ასევე გაეცნენ იუმორის ძირითად ფორმებსა და ფორმულებს, რომელთა გამოყენებითაც...
სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული
2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ...
2023 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 15 მილიონით გაიზარდა
2023 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18.8%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელს 18.6%-ით, კერძოდ კი, 13.7 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის შემცირებული, ხოლო...
ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს კომპლექსური კვლევა გააცნეს
საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციაში შემავალი ოპერატორებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ინტერნეტის ფასის დაწევის, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაზე ComCom-ის წევრი, ეკატერინე იმედაძე კომპანიების წარმომადგენლებს მიესალმა და კომისიის მიმდინარე პროექტებზე, ტელეკომ ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, მცირე და...
საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნად სტრასბურგში ღონისძიება...
საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად, თბილისში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენცია ჩატარდება. ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყნის არჩევასთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის, კომუნიკაციების კომისიისა და ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა...
ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ევროპის 5G კონფერენციაში მიიღეს
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო ქარუმიძემ ბრიუსელში გამართულ მე-5 თაობის ქსელის ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში 5G ინტერნეტის წარმატებული დანერგვის პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა განიხილეს. ღონისძიებაზე ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე გამახვილდა, რომლებიც ევროკავშირში სპექტრის ჰარმონიზაციისა და სატელეკომუნიკაციო სექტორში ინვესტიციების...