ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერებისთვის „იდეადრომი“ მეთერთმეტედ ჩაატარა
ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 2 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და მათ 7000 და 3000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა. კონკურსის მიზანს ციფრული მედიის სფეროში სტარტაპერების აღმოჩენა, მათი პროდუქტების დახვეწა, განვითარება და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს. I ადგილი ჟიურის გადაწყვეტილებით მოიპოვა გუნდმა „ლიანებმა“, რომელთა სტარტაპიც წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც...
ComCom-მა „ტვ 25“ და „ფარვანა“ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემების განუთავსებლობისთვის...
კომუნიკაციების კომისიამ „ტვ 25“ ეთერში ახალი ამბების პროგრამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის განუთავსებლობის გამო წერილობით გააფრთხილა. აღნიშნული ტელევიზიები საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, ვალდებულნი არიან ეთერში ახალი ამბები და...
ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი „AI და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის სემინარი „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკოსი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ირაკლი გოგატიშვილი უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი გოგატიშვილი ფლობს ტურინის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხს და ამასთან, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება AI სისტემების შექმნაში. შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური...
ComCom-ის წევრმა საერთაშორისო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გახსნა
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გაიმართა, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. კონფერენცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, ტელეკომუნიკაციების განვითარების პერსპექტივებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეებს ეხებოდა, ComCom-ის წევრმა,...
ComCom-ის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის სხდომაში...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, და კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) 28-ე პლენარულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. სხდომა 2026 წლისთვის CDMSI-ის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეროვნული მედია და საინფორმაციო წიგნიერების განვითარების სტრატეგიების განხილვას დაეთმო. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე განიხილეს...
ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივრები არ დააკმაყოფილა
ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ „საქართველოს მომავლის აკადემიისა და ალექსანდრე ზიბზიბაძის, ასევე „საქართველოს მომავლის აკადემიის, ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრები არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ორგანიზაციამ და აღნიშნულმა პირებმა ComCom-ს მიმართეს ორი საჩივრით, რომლებიც „ტელეიმედის“ გადაცემებში „ქრონიკა“ და „იმედის კვირა“ მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა....
ComCom-მა „პოსტვ“ წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „პოსტვ“ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო დებატების ეთერში განუთავსებლობისთვის წერილობით გააფრთხილა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი ბოლო ერთი წლის...
ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს
კომუნიკაციების კომისიისა და უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა ღონისძიება „ფსიქოლოგიის 3 საათი“, რომლის ფარგლებშიც კინოჩვენება და მედიაწიგნიერების თემაზე პანელური დისკუსია ჩატარდა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, სტუდენტებსა და მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა და აუდიტორიას ComCom-ის პროექტები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა...
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტებისთვის ზურა მხეიძის სემინარი ჩატარდა
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიამ“ სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც ფსიქოლოგი ზურა მხეიძე უძღვებოდა. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნენ მედიის გავლენას მაყურებელზე, ინფორმაციის აღქმის პროცესებს, სხეულის ენის მნიშვნელობას, არავერბალური ქცევის გაშიფვრას და ჟურნალისტური საქმიანობისთვის საჭირო დაკვირვების მეთოდებს. სემინარი თეორიული ნაწილის გარდა, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც. შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან...
ComCom-ის მედიააკადემია დიმა ობოლაძის "მასტერკლასს" იწყებს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის, დიმა ობოლაძის ონლაინ ლექციები ყოველ ორშაბათს დაემატება. მასტერკლასის ფარგლებში, ავტორი მაყურებელს 35-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, სპორტული ამბების გაშუქების, ლაივ რეპორტინგის, ინტერვიუსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს და კომენტატორის თვალით დანახულ რეალურ ისტორიებს უამბობს. მედიააკადემიის „მასტერკლასი“ დიმა ობოლაძესთან ერთად, მედიის...
