სს ”სილქნეტისათვის’ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (11.08.2011 №7/353-11) მიმართა სს ”სილქნეტმა” ციფრების ოთხნიშნა და ხუთნიშნა კომბინაციის - 11 00, 115 55, 117 77 და 180 00 ნუმერაციის რესურსების მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე. სს ”სილქნეტის” წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების ...
ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს ”ჯეოსელმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/333-10, 02/08/2011 და №7/336-11, 04.08.2011) ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად 200 XX XX (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” ...
შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და ...
შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და ...
ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი გამოცხადდა შპს ”კავკასუს ონლაინისა” და შპს ”ჯეოსელის” განცხადებების საფუძველზე ნუმერაციის რესურსზე: 200 XX XX (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი); ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 3000,00 (სამი ათასი) ლარით განისაზღვრა. აუქციონის ...
რიგი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების სანქცირებისა და ამავდროულად რიგი ავტორიზებული პირებისთვის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 09 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2011 წლის 02 სექტემბერი, 16:00 ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №61 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი ქ. თბილისი 2011 წლის 02 სექტემბერი, 16:00 საათი 1. საქართველოს კომუნიკაციების ...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 15 ივლისის N356/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ნუმერაციის რესურსი: 244XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად თერჯოლის ...
შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთმა“ (№6/2833-11, 04.07.2011), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა მაუწყებლობის №B56 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ...
