საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლათფორმის (EPRA) წევრი გახდა...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლათფორმის (EPRA) წევრი ქვეყანა გახდა. EPRA 1995 წელს დაარსდა და საქართველოს ჩათვლით, ევროპის 52 ქვეყანას აერთიენებს. ორგანიზაციის მიზანია წევრ ქვეყნებს შორის დისკუსიების და განხილვების გამართვა მაუწყებლობის შესახებ, ასევე ინფორმაციის გაცვლა ნაციონალური და ევროპული მაუწყებლობის რეგულირების შესახებ და რაც მთავარია, წევრ ქვეყნებში მაუწყებლობის სფეროში საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით ...
ვიზიტი პოლონეთის მარეგულირებელ ორგანოში
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაცია პოლონეთში მიემგზავრება. ვიზიტის მიზანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. საქართველოს ხუთ კაციანი დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში 2 სამუშაო დღის განმავლობაში დარჩება და პოლონელი კოლეგების მუშაობის სისტემას დააკვირდება, ესევე, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტი სტუმრებისთვის პრეზენტაციას ჩაატარებს. კომისიის თანამშრომელთა ვიზიტი სრულად ...
ნუმერაციის სისტემა დღეს ღამე იცვლება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცნობებთ, რომ 2011 წლის 4 ივნისს, 00:00 საათზე ფიქსირებული ქსელის ადგილობრივი სატელეფონო სადგურების ნუმერაცია იცვლება. ქ. თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს დაემატება პირველ ციფრად - 2. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76XXXX გახდება 276 XXXX. ქალაქ თბილისში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად შემდეგი ციფრების კომბინაცია უნდა ავკრიფოთ 32 (ქალაქის კოდი) ...
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ საქართველოს...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ; გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ ...
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე...
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 103-ე, 1061-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ...
საკაბელო მაუწყებელს არამართლზომიერი რეტრანსლირებისთვის გაფრთხილება მიეცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისამ დღეს გამართულ სხდომაზე საკაბელო–სატრანზიტო მაუწყებელი ი. მ. „ზურაბ მამუკელაშვილი“ იგივე „ატენი ტივი“ გააფრთხილა. კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი უფლების გარეშე შემდეგი არხების რეტრანსლირებას ახდენდა: „National Geographic“, “English Club”, “Euro Sport” და “CNN”. კომისიაში გამართულ სხდომას, ი. მ. „ზურაბ მამუკელაშვილი“ თავად ესწრებოდა, რომელმაც მხოლოდ ერთი არხის, “Euro Sport”–ის რეტრანლირების ნებართვის წარმოდგენა შეძლო. ...
“სუპერ ტვ“ არამრთლზომიერი რეტრანსლირებისთვის სანქცია დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისამ დღეს გამართულ სხდომაზე საკაბელო–სატრანზიტო მაუწყებელი „სუპერ ტვ“ სანქცია დააკისრა. კომპანია საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ახდენდა შემდეგი არხების რეტრანსლირებას : „National Geographic“, “Disney Channel”, “Travel”, “Fox Crime”, “Inter+”, “IndiaTV”, “Mezzo” და “FashionTV“. კომისიაში გამართულ სხდომას, კომპანია „სუპერ ტვ“– წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელსაც მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა კომპანიის პოზიცია ...
