წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27569 სიახლე
იანვარი
30 2009
0:00

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში...

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 დეკემბრის N745/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად: ა) 13XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში - რესურსით სარგებლობის საწყისი ...

თებერვალი
06 2009
0:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ 2008 წლის 09 დეკემბერს, შპს ”საბატელმა” განცხადებით მიმართა  კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №6/2841-68) და მოითხოვა კომისიის მიერ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად  ცნობა, რომლითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” შპს ”საბატელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დროებით შეჩერებაზე მიეცა თანხმობა.    კომისია აღნიშნავს, რომ სხდომა ჩაინიშნა ...

თებერვალი
13 2009
0:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 13 თებერვლის N 7 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე გადაწყვიტა: 1. 2009 წლის 13 თებერვლის N 7 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი: ა) ...

თებერვალი
17 2009
0:00

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” გამოთქვა. აუქციონზე გამოტანილი იქნება 60 XXX და 61 XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერი. რესურსის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით ...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 03 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი

პროექტი ქ. თბილისი                                           2008 წლის  13 თებერვალი, 16:00 საათი 1.  შპს ”ინფოტელსა” და სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის ...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 07 სხდომის დღის წესრიგი

პროექტი ქ. თბილისი                                                  ...

იანვარი
27 2009
0:00

საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის განცხადების განუხილველად დატოვებისა და...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 26 ნოემბერს  კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გ. სამადალაშვილმა (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2781-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო ...

იანვარი
27 2009
0:00

სს ”გაერთიანებული ტელეკომსა” და შპს ”მაკროკომს” შორის დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გადადების...

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” განცხადებით მიმართა  კომისიას, შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, სს ”გაერთიანებული ტელეკომი”   იუწყება, რომ შპს ”მაკროკომს” 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 154 819.15 ლარის ოდენობით, სს ...

იანვარი
30 2009
0:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 5 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2009 წლის 30 იანვრის N 5 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 98-ე მუხლის,  177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე გადაწყვიტა: 1. № 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” შპს ...

იანვარი
30 2009
0:00

სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა  შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” მათ მიმართ 2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 78,060.00 (სამოცდათვრამეტი ათას სამოცი) ლარის ოდენობით. კომისია აღნიშნავს, რომ სს ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები