ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, ივანე მახარაძემ და ნათია კუკულაძემ, ასევე, ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ნიდერლანდების მედიის მარეგულირებლის (CvdM) მასპინძლობით გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი თემატური სესია: „მედიაწიგნიერება და არჩევნები“ და „ხელოვნური ინტელექტი და მედია რეგულირება“. პირველ სესიაზე ყურადღება ...
ევროკავშირის ექსპერტები: „ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო ზღუდავს და აზიანებს...
„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.“ - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით. კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - სხვა ...
ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით ComCom-მა...
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ აბონენტების და შემოსავლების რაოდენობით, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობით, ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოების გამოსწორების მიზნით, მას კომუნიკაციების კომისიამ სპეციფიკური ...
ევროკავშირის ექსპერტები: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია და...
„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.“ - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის ...
ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981 არაკონკურენტულია და ბაზარი...
„ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან - 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ - ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“ - ეს შედეგები კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიღეს. კვლევამ ნათლად ...
საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის...
ცნობა № 24-08 საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი ქ.თბილისი ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №07 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №07 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2024 წლის 13 ივნისი, 15:00 საათი დ ღ ი ...
,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების...
,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ I. აღწერილობითი ნაწილი 1.რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა (შემდგომში-გეგმა) პირველად გამოქვეყნებული იქნა 2006 წელს. ახალი რადიოსისტემების და ტექნოლოგიების დანერგვა, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებაზე საერთაშორისონ დონეზე მიღწეული ...
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სოფელ საიმერლოს, ქალაქ მარნეულის, საგარეჯოსა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლების 150 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა და მოსწავლეებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გააცნო. სემინარების ფარგლებში, მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების ...
