წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27932 სიახლე
აგვისტო
14 2026
10:00

2026 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 46.7%-ით გაიზარდა

2026 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 46.7%-ით გაიზარდა და 25.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 53.5%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლარს გაუტოლდა. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნული მაუწყებლის მონაცემებს არ შეიცავს.  ტელემაუწყებლებისთვის 2026 ...

აგვისტო
13 2026
15:39

ComCom-მა „ტვ პირველი“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი ...

აგვისტო
10 2026
17:49

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგი

პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგი   ქ. თბილისი   სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 13 აგვისტო სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია ჯანელიძე - ადმინისტრაცია); შპს „ნეირატელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული ...

აგვისტო
10 2026
17:50

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №17 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი

პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №17 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი   ქ. თბილისი   სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 13 აგვისტო სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე   სს „გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე შპს „მაგთიკომის“ განცხადების  წარმოებაში მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ...

აგვისტო
13 2026
10:08

ComCom-მა „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ მოსწავლეებს ტრენინგი - „AI-ის ეფექტიანი გამოყენება“ ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ კონცეფციის ფარგლებში, პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს თემაზე ,,ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, მედიაწიგნიერების ტრენერი მარიამ გუგულაშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი გაუძღვნენ.  ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია AI ინსტრუმენტების, მისი მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების შესახებ, რაც ...

აგვისტო
06 2026
0:00

შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე...

შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის ფარგლებში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებების მიღებისა და დამტკიცების შესახებ I. საქმის აღწერა 1.   2025 წლის 1 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ...

აგვისტო
12 2026
12:01

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას „მედიის გასაღები“, რომელიც www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლებლო და სადისკუსიო მასალას აერთიანებს. პროექტი ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ევროკომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარებისთვის არის აღიარებული. პროექტი, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ფილმების ანალიზითა ...

აგვისტო
12 2026
9:39

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ ვანის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა ვანის ...

აგვისტო
11 2026
11:37

ComCom-ის წევრმა UNESCO-სა და Anatel-ის მიერ ორგანიზებულ Amazon On-ის 2026 წლის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO) და ბრაზილიის ეროვნული ტელეკომუნიკაციების სააგენტოს (Anatel) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „ინფრასტრუქტურა, ინტელექტი და გავლენა: გზა მდგრადი მომავლისკენ“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული კონფერენცია, რომელიც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ მანაუსში ჩატარდა,  წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ინსტიტუტის (AICI) ინიციატივის ნაწილს და მიზნად ...

აგვისტო
06 2026
0:00

შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განმცხადებელი: შპს „რადიო პალიტრა“; კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 6 აგვისტო; I. აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6193, 02.07.2026) მიმართა შპს „რადიო პალიტრამ“ (ს/კ211393188) კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები