წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27934 სიახლე
ივლისი
02 2024
13:34

შეტყობინება შპს მაგთიკომს

2024 წლის 4 ივლისს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

ივლისი
02 2024
10:50

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან IX, X და XI კლასის 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც ComCom-ისგან მაღალტექნოლოგიური პრიზები გადაეცათ. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, ...

ივნისი
20 2024
0:00

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“ სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა წარმოების დაწყების     საფუძველი:     მედიამომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1108; 17.06.2024) კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 20 ივნისი, 15:00 ...

ივლისი
01 2024
14:14

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის პუბლიკაცია - ComCom-ის პროექტები, როგორც მედიაწიგნიერების განვითარების...

ევროპის აუდიოვიზუალურმა ობსერვატორიამ (EAO) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „მედიაწიგნიერება და მომხმარებელთა გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების  განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები მიმოიხილა. კერძოდ, სტატიაში საუბარია ComCom-ის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობაზე და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე. „2018 წლიდან ...

ივნისი
28 2024
17:08

ComCom-მა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების, საფასურის დაანგარიშებისა და ერთიანი საინფორმაციო...

კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო და ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები, დავის წარმოშობის შემთხვევაში დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა. ნორმატიული აქტების მიღება კომუნიკაციების კომისიას საქართველოს პარლამენტის მიერ, 2023 წელს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ მიღებული ...

ივნისი
28 2024
14:10

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ და ამავე დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი პაპავამ, ბრიუსელში გამართულ სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად სპექტრის მენეჯმენტის საკითხებზე რეგიონული დიალოგის გაღრმავებასა და დისკუსიის ხელშეწყობას ისახავდა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა და  კოლეგა მარეგულირებლების საუკეთესო პრაქტიკა ...

ივნისი
28 2024
13:34

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, მედიაწიგნიერების შესახებ 775 სკოლის მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სულ 20-მდე სემინარი, მასწავლებლებისთვის კი 4 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამასთან ერთად, წინა კონკურსების საუკეთესო ნაშრომის ავტორმა სტუდენტებმა, რომელთაც ComCom-მა მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა, სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებით 4 სემინარი გამართეს. მიმდინარე ...

ივნისი
27 2024
17:56

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის ტვ “კავკასია“ გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასია“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა.  კომისიამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა რეკლამა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს საკუთარ წიგნზე, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იძლევა წინასაარჩევნო დაპირებებს და როგორც თავად აცხადებს, წიგნში ევროკავშირში გაერთიანების, ...

ივნისი
27 2024
17:23

ComCom-მა შშმ პირებისთვის აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა. რეგულაციები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ კონტენტი შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები ...

ივნისი
27 2024
16:32

ComCom-მა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებისთვის ეთიკისა და...

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი დაამტკიცა.  ნორმატიული აქტების მიხედვით, კომისია მომსახურების მიმწოდებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს, კერძოდ: სამართლიანობას, პასუხის უფლებას, სასამართლო სხდომებისა და ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები