წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27546 სიახლე
ივნისი
15 2023
0:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის  2023 წლის  15 ივნისის  №3 5 სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ...

ივნისი
15 2023
16:25

ComCom-მა “აგრომედია” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ “აგრომედია” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის მაისში, ComCom-მა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევები. კერძოდ, ეთერში გასული სიუჟეტები შეიცავდა შეძენისკენ მოწოდებებს, ხაზგასმას პროდუქტის დადებით თვისებებსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მაღაზიის ადგილმდებარეობის, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების სერვისების ...

ივნისი
15 2023
15:58

ახალი ქართული ტელევიზია: ComCom-მა “ფორმულა მულტიმედიას” ავტორიზაცია მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა მულტიმედიას” სპეციალიზებული გასართობი და შემეცნებითი მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა. ტელევიზიამ ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით, ComCom-ს 30 მაისს მიმართა. კომისიამ დეტალურად შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაციები, რის შემდეგაც, “ფორმულა მულტიმედია” ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლად გაატარა. არხი მაუწყებლობას 2023 წლის 15 ივლისამდე დაიწყებს. “ფორმულა მულტიმედია” ვალდებული იქნება დაიცვას ...

ივნისი
12 2023
17:56

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №35 სხდომის დღის წესრიგი

პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №35 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი                                                      2023 წლის 15 ივნისი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №35 ...

ივნისი
14 2023
10:07

ComCom-სა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანს, საზოგადოებაში ციფრული ეკონომიკის პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მათ შორის: ციფრული უთანასწორობის შემცირების, ...

ივნისი
13 2023
11:49

ITU-ს მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში ComCom-მა ტელეკომ სექტორის განვითარების მხარდამჭერი ინიციატივები...

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ყოველწლიურ ღონისძიებაში - მარეგულირებელთა გლობალურ სიმპოზიუმში (GSR), ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “რეგულირება მდგრადი ციფრული მომავლისთვის”, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგში ინოვაციური გლობალური ტრენდების, ტექნოლოგიებისა და ახალი რეალობის განმსაზღვრელი ფაქტორების განხილვას ...

ივნისი
12 2023
13:51

ComCom-მა „მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, 180-მდე მოსწავლე გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, „მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენება და დისკუსია გამართა. შეხვედრები თბილისის 71-ე, 149-ე და 143-ე სკოლებში ჩატარდა და სულ 180-მდე მოსწავლე დაესწრო. პროექტი მიზნად მოზარდებში კრიტიკული ანალიზის განვითარებას ისახავს და მათ ფილმებისა თუ მულტფილმების შინაარსის გააზრებაში ეხმარება. დისკუსიას მედიაწიგნიერების ტრენერი, ანი გვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც, კინოჩვენების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად ფილმის შინაარსსა და მთავარ თემებზე ...

ივნისი
12 2023
13:09

შეტყობინება შპს „კონექტს“

2023 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „კონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.

ივნისი
12 2023
13:08

შეტყობინება შპს „აგრომედიას“

2023 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.

ივნისი
08 2023
0:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატში  სტაჟირების  გავლა სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას შექმნის ისეთ სპეციფიკურ და  მნიშვნელოვან  სფეროებში, როგორიცაა  ელექტრონული კომუნიკაციები და მედიამომსახურებები. სტაჟირების ინსტიტუტი ასევე მნიშვნელოვანია ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები