საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივარი...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განცხადებით მიმართა და „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებების პროცედურული კუთხით კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და თითქმის ხუთი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცხრა სამაუწყებლო არხს აკვირდებოდა.
გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა. ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ კონკურსის ერთადერთი მონაწილეა.
კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად ორი აუქციონი გამოაცხადა.
გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა, რომელიც კონკურსის ერთადერთი მონაწილეა.
კომისიამ შპს „მაგთიკომის“ და შპს „დელტა კომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე მიმდინარე საჯარო...
დღეს, 4 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით...
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილის დოკუმენტაცია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი შპს „სინათლის ფონდის“, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ და ააიპ ახალქალაქის რადიოტელევიზიის საზოგადოებრივმა კომპანია „ევრიკის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.
კომისიამ „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.