კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის სტატია ამერიკულ ჟურნალ „IEEE...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის სამეცნიერო-კვლევით პუბლიკაცია ამერიკულ ჟურნალ „IEEE Transactions on Communications“-ში გამოქვეყნდა.
საქათველოსა და ლიტვის მარეგულირებელ ორგანოებსა და ორივე ქვეყნის მობილურ ოპერატორებს შორის საერთაშორისო...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ, ფელიქსას დობროვოლსკისმა, საქართველოსა და ლიტვას შორის საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია 2016 წლის 20 სექტმებერს, 12:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა 2016 წლის 08 სექტემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ერთობლივად გავრცელებული განცხადება და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2016 წლის 09 სექტემბრის მომართვა შპს „ჯი–დი–ეს თი–ვის“ სამაუწყებლო ბადეში...
ვახტანგ აბაშიძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
კომისიას პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დელეგაცია ეწვია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მხარეთა შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დელეგაცია ეწვია.
კომისიამ შპს „პალიტრა TV“ „მაუწყებელეთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარის საფუძველზე შპს „პალიტრა TV“ „მაუწყებელეთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის ფუნციონირების პროცედურული ნორმების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის პროექტი და განმარტებით ბარათი
საქართველოს კანონის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.“
კომისიაში ეუთოს მისიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016-ის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ელჩ ალექსანდრე კელთჩევსკის და მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „შვანია ტელევიზიის“ განცხადების საფუძველზე 2016 წლის 28 ივლისს გამოაცხადა.
კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, საკითხს საქალაქო სასამართლო...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ტყიბული) სასამართლოს გადაუგზავნა.