„რუსთავი 2“-ის მიმართ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადების საფუძველზე, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერება დადგა ეჭვქვეშ, დაწყებული მოკვლევა გრძელდება.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეოთხე შუალედური...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.
კომისიის განცხადება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებესთან დაკავშირებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეახსენებს მაუწყებლებს და ელექტრონულ მედიას, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“
სასამართლომ ხუთ ტელეკომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.
თუშეთს ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ტელემაუწყებლობა აქვს
საქართველოში ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელის მოცვის არეალის გაფართოვების პროცესი გრძელდება. ეროვნული სატელევიზიო ქსელის მფლობელმა შპს „ტელერადიო ცენტრმა“ თუშეთში, კერძოდ, აბანოს ქედზე ახალი სარელეო სადგური დაამონტაჟა. ასევე, სოფელ ომალოში დამონტაჟდა ახალი ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო სადგური, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს.
კომისიამ შპს „მაგთიკომის“ და შპს „დელტა კომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ, შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომისიამ შალვა რამიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.
კომისია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეუდგენს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო სუბიექტმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საჩივარით 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი შპს „სინათლის ფონდის“, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ და ააიპ ახალქალაქის რადიოტელევიზიის საზოგადოებრივმა კომპანია „ევრიკის“ განცხადების საფუძველზე გამოაცხადა.