ინტერნეტ პროტოკოლით სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეონეთმა“ ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო მომსახურების მისაწოდებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა მიიღო.
კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველა რადიოსადგურს და რადიომსმენელს ქართული რადიოს დღეს ულოცავს
საქართველო დღეს პირველი ქართული და ერთ-ერთი პირველი ევროპული რადიოს 91 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1925 წლის 23 მაისს რადიომაუწყებლობის საცდელი გადაცემა გავიდა პირველად ეთერში.
კომისიის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სანქციის გამოყენების დროს კომისიის დისკრეცია განისაზღვრა.
კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ ტარიფების ცვლილების საკითხს სწავლობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაში ბოლო პერიოდში შპს „მაგთიკომის“ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეხმიანება.
www.adjaranet.com ვებსივრცესს დაუბრუნდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com), შპს „აიმუვის ჯი“-ს (www.imovies.ge), სს „სილქნეტის“, შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს წარმომადგენლებთან ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხთან დაკავშირებით (არალეგალური მხატვრული ფილმები და სერიალები) შეხვედრა...
რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის მართვა და მისი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური გადანაწილება.
კომისია კავშირგაბმულობის პროფესიულ დღეს დარგის სპეციალისტებს ულოცავს
17 მაისს საქართველოში კავშირგაბმულობის პროფესიული დღესასწაული აღინიშნება.
მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ აუქციონში მხოლოდ შპს „მაგთიკომი“ მონაწილეობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ცხრა ლოტიანი აუქციონი გამოაცხადა.