ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 და N424/10 გადაწყვეტილებებით ორი კონკურსი გამოაცხადა.
კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საჩივარი არ დააკმაყოფილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის და თამარ კეკენაძის საჩივრი არ დააკმაყოფილა.
შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B92 ლიცენზიას მოქმედების ვადა...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B92 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით 2027 წლის 3 აგვისტომდე გაუგრძელდა.
შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ სპეციალიზებული მაუწყებელი გახდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ტელეკომოპანია მაესტროს“ მოთხოვნა და მაუწყებლობის ავტორიზაციაში საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობა განუსაზღვრა.
კომისიამ სს „სილქნეტი“ სამაუწყებლო არხ „სილქ სპორტ HD 2“-ზე სპონსორზე მითითების წესების დარღვევის გამო...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტი“ სამაუწყებლო არხ „სილქ სპორტ HD 2“-ზე სპონსორზე მითითების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
კომისია უკრაინის მარეგულირებელ ორგანოს მასპინძლობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკრაინის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.
შპს „ჯეოსელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ახალი ნებართვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით შპს „ჯეოსელმა“ მიმართა და ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა ოც სააბონენტო ნომერზე მოითხოვა.
კომისიამ სენაკში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” განცხადების საფუძველზე სენაკში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
კომისიასა და ლატვიის მარეგულირებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ლატვიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მომსახურებების კომისიას (SPRK) შორის როუმინგული მომსახურებების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
