წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
სექტემბერი
08, 2016
14:18

კომისიაში ეუთოს მისიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 08, 2016 14:18

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016-ის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ელჩ ალექსანდრე კელთჩევსკის და მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

სექტემბერი
02, 2016
14:49

მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის...

სექტემბერი 02, 2016 14:49

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „შვანია ტელევიზიის“ განცხადების საფუძველზე 2016 წლის 28 ივლისს გამოაცხადა.

სექტემბერი
02, 2016
14:48

კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, საკითხს საქალაქო სასამართლო...

სექტემბერი 02, 2016 14:48

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ტყიბული) სასამართლოს გადაუგზავნა.

სექტემბერი
02, 2016
13:51

კომისიამ ექვსი ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა

სექტემბერი 02, 2016 13:51

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ექვსი ტელეკომპანია შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“, შპს „საფერავი ტვ“, შპს „ქართული ტვ“, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხი“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილობით გააფრთხილა, რადგან არც ერთ ტელეკომპანიას თავის სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამა არ ჰქონია განთავსებული.

აგვისტო
26, 2016
15:48

შპს „რაგბი ტვ“-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

აგვისტო 26, 2016 15:48

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „რაგბი ტვ“-ს მოთხოვნა და კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა.

აგვისტო
26, 2016
15:47

შპს „მეგა-ტვ“ და შპს „ტელეკომპანია დია“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების არეალს აფართოებს

აგვისტო 26, 2016 15:47

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიების „მეგა-ტვ“-ს და „დიას“ განცხადებები ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების არეალის გაფართოების თაობაზე დააკმაყოფილა.

აგვისტო
26, 2016
15:45

კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმებს შესახებ სარეკლამო...

აგვისტო 26, 2016 15:45

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიის განვითარების ფონდის“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეიმედი“და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და საგადასახადო რეფორმებს ეხებოდა.

აგვისტო
26, 2016
15:43

კომისიამ შპს „ტელეკომპანია რუსთავი -2“ წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წერილობით...

აგვისტო 26, 2016 15:43

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები