წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
აპრილი
16, 2024
18:03

ევროპის ქვეყნებში 2022 წლის მონაცემებით კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებელი - EBITDA მარჟა საშუალოდ 35%-ია,...

აპრილი 16, 2024 18:03

მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბაზარი არაკონკურენტულია, რის შედეგადაც მომხმარებლები ზარალდებიან. არაკონკურენტულ გარემოს არსებობაზე არაერთი ფაქტორი მიანიშნებს, ერთ-ერთი ასეთი კი, 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქართული ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი - EBITDA მარჟაა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე), რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

აპრილი
16, 2024
16:42

კომპლექსური კვლევის მიხედვით: „მაგთიკომმა“ ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას,...

აპრილი 16, 2024 16:42

ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს, რადგან ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის მასშტაბის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს. ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კი, ექსპერტების დასკვნით...

აპრილი
16, 2024
16:06

ევროკავშირის ექსპერტები: მაგთიკომი მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია

აპრილი 16, 2024 16:06

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ შპს „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია, რის გამოც მას მობილური მომსახურების ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შექმნის მიზნით, შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაეკისროს, რომლის ფარგლებში კომპანიამ თავის ინფრასტრუქტურაზე სხვა...

აპრილი
16, 2024
15:03

ევროკავშირის ექსპერტები: ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, რაც წინასწარი რეგულირების გარეშე არ...

აპრილი 16, 2024 15:03

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია და ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან. ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები...

აპრილი
12, 2024
11:23

ComCom-ის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს ექსპერტის რანგში პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აპრილი 12, 2024 11:23

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსმა, ლევან მაისურაძემ, ევროპის საბჭოს მედიის და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI), ასევე, ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის (MSI-eSEC) შეხვედრაში, როგორც ექსპერტული კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების ფარგლებში, კომიტეტმა განიხილა ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელებისა და მომხმარებლების გაძლიერების შესახებ რეკომენდაციის პროექტი, რომელიც...

აპრილი
11, 2024
15:17

ComCom-მა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მედიაწიგნიერების განვითარების საუკეთესო პრაქტიკა...

აპრილი 11, 2024 15:17

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი გაუძღვნენ და სტუმრებს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების...

აპრილი
10, 2024
11:15

ComCom-მა 10 სტუდენტი გადაამზადა და მედიაწიგნიერების ტრენერის სტატუსი მიანიჭა

აპრილი 10, 2024 11:15

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების პროექტ „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი ტრენერის დახმარებით, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული ცნობიერება,...

აპრილი
08, 2024
10:47

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ახალი ამბების გაშუქებაში გადაამზადა

აპრილი 08, 2024 10:47

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა, რომელიც საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და 25 წლის განმავლობაში, მოვლენებს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ აშუქებდა. ამასთან ერთად კი, იგი კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელისა და უფროსი კორესპონდენტის პოზიციებს იკავებდა. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს ახალი ამბების გაშუქების, რეპორტინგის,  ინტერვიუს...

აპრილი
05, 2024
18:53

„კონკურენციის გაძლიერება კომისიის უპირატესი ამოცანაა“ - ComCom-ის წევრი კონკურენციის სააგენტოს მრგვალ მაგიდაზე

აპრილი 05, 2024 18:53

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა რომელიც ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარ საკითხებს კი რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სამართლის ეფექტიანი...

აპრილი
04, 2024
15:44

ComCom-მა „სქაიტელი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა

აპრილი 04, 2024 15:44

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სქაიტელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის, კერძოდ კი, აბონენტისთვის ინტერნეტის დაბალი ხარისხით მიწოდებისთვის სანქცია დააკისრა. 2024 წლის მარტში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც, ComCom-მა დაადგინა, რომ „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხი კომპანიასა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები