„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ მონაწილე სტუდენტებმა 130-მდე სკოლის მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტის, „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადამზადებულმა სტუდენტებმა თბილისის მე-8, 145-ე, 143-ე და 29-ე სკოლების IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს. სტუდენტებმა თავდაპირველად მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ კონკურსში, სადაც საუკეთესო ნაშრომის ავტორებად დასახელდნენ. მათი შემდგომი კარიერული განვითარების მიზნით კი, მედიაწიგნიერების ექსპერტის დახმარებით, მედიაწიგნიერების...
მედიაწიგნიერების საგანი 6 სკოლაში უკვე ინტეგრირდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება
კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 175-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც ComCom-ის მიერ, მედიაწიგნიერებაში გადამზადებული პედაგოგი გაუძღვა. სემესტრის განმავლობაში, აღნიშნული საგნის ფარგლებში, მოსწავლეები მედიაწიგნიერების...
ComCom-მა მობილური ბაზრის კომპლექსური კვლევის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 9 აგვისტომდე გადაავადა
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კომპლექსური კვლევის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 9 აგვისტომდე გადაავადა, ხოლო ზეპირი მოსმენის ვადად - 18 ივლისი განსაზღვრა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ მიერ, დამატებითი კომენტარების წარმოდგენის გამო გადაავადა, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი მოცულობითია და სიღრმისეულ დამუშავებას, შესწავლას და დამატებით დროს საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით...
ComCom-ის წევრი ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე: „საქართველომ უნდა გამოიყენოს დარგის პოტენციალი და...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, კვირეულის ფარგლებში ComCom-სა და ბაჰრეინის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს (TRA) შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება...
2023 წელს ComCom-ის მედიასკოლაში 13 სემინარი ჩატარდა, ხოლო მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 119 მასალა გამოქვეყნდა
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილია მედიასკოლის საქმიანობა, საიდანაც ირკვევა, რომ მედიასკოლა, მედიასტანდარტების დანერგვის მიზნით, მეხუთე წელია აქტიურად მუშაობს და მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. გასულ წელს მედიასკოლამ პროდიუსერებისთვის, ასევე მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის 13 სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 190-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი გადამზადდა. გარდა სემინარებისა, მედიით...
2023 წელს ComCom-ის მედიალაბში 20-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 450-მდე სტარტაპერი გადამზადდა
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად მუშაობდა მედიააკადემიის მედიალაბი, სადაც 2023 წელს სტარტაპერებისთვის 20-ზე მეტი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 450-მდე დაინტერესებული პირი გადამზადდა. გასულ წელს, მედიალაბის ორგანიზებით, ორჯერ ჩატარდა კონკურსი “იდეადრომი”, რომელიც მიზნად სტარტაპ იდეების აღმოჩენას, პოტენციური...
2023 წლისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამურად 26 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-ი უკვე არაერთი წელია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ წარმოადგენს, რომელიც კომისიამ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNICEF-ის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის...
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობისა და საგნის შესახებ სკოლების ხელმძღვანელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რუსთავის სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა რუსთავის რესურს ცენტრში გაიმართა და 30-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა. მონაწილეებს სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ...
2023-ში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები 144.3 მილიონი იყო, საიდანაც 131.2 მილიონი IPTV...
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 9 ათასით შემცირდა და 745 ათასი შეადგინა, რაც „მაგთისატის“ მომსახურების გათიშვამ განაპირობა. შესაბამისად, მცირედით შემცირდა აბონენტთა სიმკვრივეც - მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე 67.1% შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2023 წლისა, აბონენტების...
2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499 573 882 ლარი შევიდა
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499.573.882 ლარი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 65.274.127 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 56.048.528 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ -...