ComCom-მა ზუგდიდში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ინტერნეტის გამოყენებისა და მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა. შეხვედრას მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც, სპეციალისტების დახმარებით, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, სოციალური ქსელების, გუგლის სერვისების, ასევე, სასარგებლო ონლაინ აპლიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიიღეს...
ComCom-ის წევრმა ICT ფორუმზე ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ICT ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანელურ დისკუსიაში საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, ასევე, ამ მიმართულებით, ComCom-ის როლზე ისაუბრა: „საქართველოს ამ თვალსაზრისით აქვს არაერთი უპირატესობა - როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ასევე ჰარმონიზებული რეგულაციები ტელეკომში და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დასანერგად გახსნილი და...
ComCom-ის წარმომადგენლებმა მობილური ტექნოლოგიის კონგრესში მონაწილეობა მიიღეს
გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით, ესპანეთში ყოველწლიური მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (MWC) გაიმართა, რომელიც მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების, სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,...
„მედიაწიგნიერების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები უმოკლეს დროშია მიღწეული“ - ევროპელი კოლეგები ComCom-ზე
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ევროკავშირის ციფრული და მედია წიგნიერების კონფერენციის - „მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია“-ს ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა, რომელიც, საქართველოში მედიაწიგნიერებისა და ციფრული ინკლუზიის მიმართულებით, ComCom-ის პოლიტიკასა და განხორციელებულ პროექტებს ეხებოდა. სიტყვით გამოსვლისას, ნათია კუკულაძემ მონაწილეებს ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირებისა და სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ, საქართველოში...
„გვაქვს ამბიცია საქართველო ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბდეს“ – ComCom-ის წევრი მობილური ტექნოლოგიის კონგრესზე
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიის მსოფლიო კონგრესზე (MWC) სიტყვით წარსდგა. სესიაზე, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ თანამშრომლობას შეეხებოდა, ეკატერინემ ყურადღება საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე გაამახვილა: „საქართველო გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ისტორიულად, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და სირთულესთან უწევდა...
ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“ ჩატარდა. შეხვედრას ფსიქოლოგი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ასევე, ჰარვარდის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მეცნიერი და ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობის სახელმწიფო...
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა, რომელიც ბიზნესების მიერ, მომხმარებლებში ამა თუ იმ პროდუქტის მეშვეობით ჩვევების გამომუშავების მეთოდებს ეხებოდა. შეხვედრას „Neuron UX”-ის უფროსი UX დიზაინერი, ირაკლი ჭრელაშვილი უძღვებოდა. სემინარზე განხილული იყო ჩვევები, მათი სარგებელი ბიზნესისთვის, ასევე, სტრატეგიები, რომლებსაც ბიზნესები თავიანთ მომხმარებლებში ჩვევების გამომუშავებისთვის...
ComCom-მა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომ ბაზრის განვითარებას და კონკურენტული...
ComCom და ევროპის უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ
კომუნიკაციების კომისიას და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით უკვე დანერგილი მედიაწიგნიერების საგნის კიდევ უფრო ფართოდ ინტეგრირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამაში. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია და ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო...
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დოკუმენტი არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს
კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2024 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობაა შეფასებული და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისია მიესალმება კომისიის საქმიანობის, მომწესრიგებელი კანონმდებლობისა, თუ კანონპროექტების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და თავადაც აქტიურად ყოფილა და არის...