ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგებთან ერთად კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ...
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებები“ გახსნა. კომისიის წევრმა ტელეკომუნიკაციების სექტორში კონკურენციის მნიშვნელობასა და კონკურენციის სამართლის აღსრულების კუთხით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა კომუნიკაციების კომისიისა და კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის...
„მოლაპარაკებების ხელოვნება“ - მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპებისთვის „მოლაპარაკებების ხელოვნების“ შესახებ სემინარი ჩატარდა, რომელსაც 20 სტარტაპერი დაესწრო. შეხვედრა სტარტაპსაზოგადოებისთვის სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას ისახავდა მიზნად. ლექცია თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. სტარტაპერებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით რჩევები, თუ როგორ მოელაპარაკონ დაინტერესებულ მხარეებს სასურველი მიზნის მისაღწევად. რა ტექნიკები უნდა გამოიყენონ, იმისთვის რომ სწორი...
მედიააკადემიამ ჟურნალისტებს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქებაში სემინარი ჩაუტარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც მაკა ანთიძე გაუძღვა. მაკა ანთიძემ სემინარის მონაწილეებთან ბიოგრაფიულ და პრაქტიკულ თემებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს „Reuters”-ში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. მედიის წარმომადგენლებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნა მიიღეს, გარდა ამისა, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს. მაკა ანთიძე 30 წელია...
ComCom-მა კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და გურჯაანში 250 მოსწავლე გადაამზადა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ. თელავის N1 და N4, გურჯაანის N1 და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლებში IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს....
2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 16,3 მილიონი ლარი იყო
2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით, 9.3%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება სავარაუდოდ აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო...
ComCom-მა სოხუმის უნივერსიტეტის 300-ზე მეტი სტუდენტი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა. სემინარს 300-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა, რომლებიც ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადამზადდნენ. მედიაწიგნიერების ტრენერმა ანი გვეტაძემ ბაკალავრიატის სტუდენტებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებზე და მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების შესახებ. როგორ უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი...
ComCom-მა ევროპელ ექსპერტებთან ერთად ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. კომუნიკაციების კომისიას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი ეწვია, რომლებიც კომისიის გუნდთან ერთად ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების მიხედვით მობილური და...
ComCom-მა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული კონფერენციით შეაჯამა
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელიც საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით უკვე მეორედ 24-28 ოქტომბერს გაიმართა, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მაცხარაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუიზმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის...
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მედიააკადემია და კიბერუსაფრთხოების ასოციაცია სტარტაპერებს შეხვდა
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მედიააკადემიაში კიბერუსაფრთხოების შესახებ სტარტაპერებისა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ მედიაწიგნიერების, მათ შორის ციფრული წიგნიერების განვითარებაში ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სემინარი ინტერნეტ თაღლითობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას მიეძღვნა. სტარტაპერებთან შეხვედრას მედიალაბის ხელმძღვანელი რუსუდან ჩაჩანიძე და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების...
ComCom-მა ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სემინარი მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა. მშობლებთან შეხვედრა #94-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მშობელი ესწრებოდა. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის...